გასული თვის დასაწყისში, ილონ მასკი პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონების ღირებულებამაც $500-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბა. თუმცა პირველი ნოემბრის მონაცემებით, მასკი, რომელიც კვლავ Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის სათავეშია, მცირედით ნაკლებს, $497 მილიარდს ფლობს – პირველ ოქტომბერთან შედარებით $6 მილიარდით მეტს.
Forbes-ის მონაცემებით, 2025 წლის პირველი ნოემბრის შედეგებით, $320 მილიარდით მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანი კვლავ Oracle-ის თანადამფუძნებელი ლარი ელისონია. ელისონი მეორე პოზიციას ინარჩუნებს იმის მიუხედავადაც, რომ გასულ თვესთან შედარებით მისი სიმდიდრე დაახლოებით $22 მილიარდითაა შემცირებული. აღნიშნული ვარდნა Oracle-ის აქციების ღირებულების 7%-ით კლებას მოჰყვა, ამის საპირისპიროდ კი, ოქტომბრის თვეში მასკის Tesla-ს აქციების ღირებულება 3%-ით გაიზარდა.
თუმცა, ოქტომბრის თვეში ყველაზე დიდი დანაკარგი Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა დააფიქსირა. ამერიკელი ბიზნესმენის ქონება $29 მილიარდით, $223 მილიარდამდე შემცირდა. ცუკერბერგის ფინანსური დანაკარგები კომპანიის აქციების ღირებულების 12%-ით ვარდნამ გამოიწვია, ეს კლება კი საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ცუკერბერგს, Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში, ერთი თვის ინტერვალით, მესამიდან მეხუთე პოზიციაზე გადაენაცვლა. შედეგად, Amazon-ის თანადამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა, აპრილის შემდეგ, Forbes-ის რეიტინგში ცუკერბერგს პირველად გადაუსწრო. ოქტომბერში საცალო გიგანტის აქციების ღირებულება 11%-ით გაიზარდა, რასაც ბეზოსის სიმდიდრის $22-მილიარდიანი მატება მოჰყვა.
ოქტომბერში, როდესაც S&P 500-ის საფონდო ინდექსი 2%-ით გაიზარდა, ყველაზე დიდი მოგება Google-ის თანადამფუძნებლებმა ლარი პეიჯმა და სერგეი ბრინმა ნახეს. მათი ქონება, შესაბამისად, $30 მილიარდითა და $28 მილიარდით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დეკემბრის შემდეგ ათეულში პირველად მოხვდა მაიკლ დელიც, რაც ოქტომბერში Dell Technologies-ისა და Broadcom-ის აქციების ღირებულების, შესაბამისად, 14%-ით და 12%-ით გაზრდის დამსახურებაა. ამან დელის სიმდიდრე $14 მილიარდით გაზარდა.
ცნობისთვის, ილონ მასკი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ტიტულს 2024 წლის მაისიდან ინარჩუნებს. ხოლო ლარი ელისონი, ზედიზედ უკვე მეხუთე თვეა, Forbes-ის რეიტინგის მეორე პოზიციაზეა. ათეულის ერთადერთი არაამერიკელი წევრი კვლავ LVMH-ს თავმჯდომარე, ფრანგი ბერნარ არნოა.
მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2025 წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით
#1 ილონ მასკი
ქონება: $497 მლრდ
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 54
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

#2 ლარი ელისონი
ქონება: $320 მლრდ
წყარო: Oracle
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#3 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $254 მლრდ
წყარო: Amazon
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

#4 ლარი პეიჯი
ქონება: $232 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ
:max_bytes(150000):strip_icc():focal(734x359:736x361)/larry-page-232d495f39b4483fa35e46da226c5e9f.jpg)
#5 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $223 მლრდ
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#6 სერგეი ბრინი
ქონება: $215 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#7 ბერნარ არნო
ქონება: $183 მლრდ
წყარო: LVMH
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი

#8 ჯენსენ ჰუანგი 
ქონება: $176 მლრდ
წყარო: Nvidia, ნახევარგამტარები
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

#9 სტივ ბალმერი
ქონება: $156 მლრდ
წყარო: Microsoft, LA Clippers, ინვესტიციები
ასაკი: 69
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
მოქალაქეობა: აშშ

#10 მაიკლ დელი
ქონება: $155 მლრდ
წყარო: Dell Technologies
ასაკი: 60
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

								
								













