მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი | 2025 წლის ოქტომბერი

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი | 2025 წლის ოქტომბერი

გასულ თვეში აშშ-ის საფონდო ბირჟის ინდექსებმა ახალ მაქსიმუმს მიაღწია, რის შედეგადაც პლანეტის ათი უმდიდრესი ადამიანის კოლექტიური ქონება $201 მილიარდით გაიზარდა და, პირველი ოქტომბრის მონაცემებით, $2.3 ტრილიონს მიაღწია. Forbes-ის განახლებული სიის სათავეში კვლავ ილონ მასკი და ლარი ელისონი არიან წარმოდგენილნი, რომელთა მოგებამაც, ბოლო თვეში, ათეულის სიმდიდრის საერთო ზრდის თითქმის სამი მეოთხედი შეადგინა.

2025 წლის პირველი ოქტომბრის შედეგებით, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ქონება უკანასკნელ ერთ თვეში $75.2 მილიარდით გაიზარდა. მასკის სიმდიდრის ზრდა Tesla-ს აქციების ღირებულების თითქმის 33%-იან მატებას მოჰყვა. რეიტინგის შედგენის პროცესში, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელი დირექტორის ქონების ღირებულება $491 მილიარდს უტოლდებოდა, თუმცა მოგვიანებით, პირველ ოქტომბერსვე, აშშ-ის დროით 15:30 საათისთვის, $500 მილიარდს გადააჭარბა. ამ ნიშნულის გადალახვით კი მასკი მსოფლიოში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამაც ნახევარ ტრილიონ აშშ დოლარს გადასცდა.

მასკმა Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილის მფლობელ ლარი ელისონთან სხვაობა $149 მილიარდამდე გაზარდა. თავის მხრივ, Oracle-ის თანადამფუძნებლის სიმდიდრე ბოლო ერთ თვეში $70.9 მილიარდითაა გაზრდილი, რაც მის მიერ დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის გიგანტის აქციების ღირებულების 24%-იანი მატების შედეგია.

Nvidia-ს თანადამფუძნებელი ჯენსენ ჰუანგი Forbes-ის ათეულში ერთადერთი მილიარდერია, რომელიც გასული თვის შემდეგ რეიტინგში პოზიციურად დაწინაურდა. ჰუანგის ქონება $10.7 მილიარდით გაიზარდა და სიაში LVMH-ის ფრანგი თავმჯდომარე ბერნარ არნო და Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი ჩამოიტოვა.

გასულ ერთ თვეში ყველაზე მეტი, $8.4 მილიარდი, ჯეფ ბეზოსმა იზარალა, რადგან Amazon-ის აქციების ღირებულება 4%-ით დაეცა. მარკ ცუკერბერგისა (მე-3 ადგილი) და უორენ ბაფეტის (მე-10 ადგილი) ქონებაც, შესაბამისად, $1.5 მილიარდით და $200 მილიონით შემცირდა.

ცნობისთვის, ილონ მასკი მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანის ტიტულს 2024 წლის მაისიდან ინარჩუნებს. ხოლო ლარი ელისონი ზედიზედ უკვე მეოთხე თვეა, რაც პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანია. მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანების ათეულიდან ცხრა ამერიკელია. ათეულის ერთადერთი არაამერიკელი წევრი LVMH-ის თავმჯდომარე, ფრანგი ბერნარ არნოა.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი 2025 წლის 1-ელი ოქტომბრის მდგომარეობით

#1 ილონ მასკი
ქონება: $490.8 მლრდ
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 54
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

#2 ლარი ელისონი
ქონება: $341.8 მლრდ
წყარო: Oracle
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

#3 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $251.5 მლრდ
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

AFP via Getty Images

#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $232.5 მლრდ
წყარო: Amazon
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

Joe Klamar / AFP – Getty Images

#5 ლარი პეიჯი
ქონება: $202.2 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Photo: Shutterstock

#6 სერგეი ბრინი
ქონება: $187.6 მლრდ
წყარო: Google
ასაკი: 51
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Getty Images

#7 ჯენსენ ჰუანგი 
ქონება: $162 მლრდ
წყარო: Nvidia
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Chesnot—Getty Images

#8 ბერნარ არნო
ქონება: $159.4 მლრდ
წყარო: LVMH
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი

AFP via Getty Images

#9 სტივ ბალმერი
ქონება: $156 მლრდ
წყარო: Microsoft, LA Clippers, ინვესტიციები
ასაკი: 69
საცხოვრებელი ადგილი: ჰანტს-პოინტი, ვაშინგტონი
მოქალაქეობა: აშშ

Mark Lennihan / AP

#10 უორენ ბაფეტი
ქონება: $150.2 მლრდ
წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 95
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა
მოქალაქეობა: აშშ

Gerald Miller | CNBC