მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი | 2026 წლის თებერვალი

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი | 2026 წლის თებერვალი

ფოტო: BRENDAN SMIALOWSKI / AFP / Getty Images

 

ამერიკული Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა რეიტინგში, 2025 წლის მაისიდან პირველ ადგილს უცვლელად Tesla-სა და SpaceX-ის CEO, ილონ მასკი იკავებს. 2026 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით, მასკის ქონება $775 მილიარდს უტოლდება, რაც ახლა თითქმის ნახევარი ტრილიონით მეტია, ვიდრე მეორე ადგილზე მყოფი ლარი პეიჯის ქონების ღირებულება. Google-ის თანადამფუძნებლის სიმდიდრეს Forbes-ი $277 მილიარდად აფასებს.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში, Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის ქონება დაახლოებით $48 მილიარდითაა გაზრდილი. უახლოეს პერიოდში კი ის შესაძლოა პირველი ადამიანი გახდეს, რომლის ქონებაც $800-მილიარდიან ნიშნულს გადააჭარბებს. თუმცა ეს ზრდა არა ელექტრომობილების მწარმოებელს, არამედ ხელოვნური ინტელექტისა და სოციალური მედიის კომპანია xAI Holdings-ს უკავშირდება, რომელმაც ამ თვის დასაწყისში, $250-მილიარდიანი შეფასებით, $20 მილიარდის დაფინანსება მოიზიდა. შედეგად, კომპანიაში მასკის წილის ღირებულება $62 მილიარდით, $112 მილიარდამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, ოქტომბერში მასკი გახდა პირველი ადამიანი, რომლის სიმდიდრემ $500 მილიარდს გადააჭარბა, შემდეგ, 15 დეკემბერს — $600 მილიარდს, ხოლო 19 დეკემბერს — $700 მილიარდს. მასკის ქონების მკვეთრი ზრდა უმეტესად მის მიერ დაარსებულ კოსმოსურ კომპანია SpaceX-სა და დელავერის სასამართლოს მიერ Tesla-ს აქციების გაუქმებული ოფციონების აღდგენას უკავშირდებოდა.

რაც შეეხება ლარი პეიჯს, რომელიც ზედიზედ მესამე თვეა, მსოფლიოში მეორე უმდიდრესი ადამიანის სტატუსს ინარჩუნებს, ის მასკის შემდეგ ასევე მეორეა, რომელმაც უკანასკნელ თვეში ყველაზე დიდი მოგება ნახა. Google-ის მფლობელი კომპანია Alphabet-ის აქციების ფასის 8%-ით გაზრდის გავლენით, პეიჯის ქონება $20 მილიარდით გაიზარდა. ამან გავლენა იქონია კომპანიის კიდევ ერთ თანადამფუძნებელზე, სერგეი ბრინზე, რომელიც Forbes-ის რეიტინგში ორი პოზიციით დაწინაურდა და ახლა $255 მილიარდით მსოფლიოს მესამე უმდიდრესი ადამიანია.

Meta-ს აქციების ფასის 8%-ით ზრდის გავლენით, დაახლოებით $19 მილიარდით გამდიდრდა მარკ ცუკერბერგი. შედეგად, Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი ახლა $246 მილიარდს ფლობს, რაც საკმარისი აღმოჩნდა მეხუთე ადგილზე დასაწინაურებლად.

იანვარში ყველაზე დიდი ზარალი ლარი ელისონმა ნახა, რადგან მის საკუთრებაში არსებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია Oracle-ის აქციების ფასი 17%-ით დავარდა. ამ ვარდნამ ელისონის ქონების ღირებულების $34 მილიარდით, $211 მილიარდამდე შემცირება გამოიწვია. ფრანგი ბერნარ არნო კი კვლავ მეშვიდე ადგილზე დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ LVMH-ის აქციების ფასი 14%-ით დაეცა, ხოლო მისი ქონება $26 მილიარდით, დაახლოებით $169 მილიარდამდე შემცირდა.

თებერვლის რეიტინგში კიდევ ერთი არაამერიკელი წევრი Inditex-ის მფლობელი, ესპანელი ამანსიო ორტეგაა. ორტეგა Forbes-ის უმდიდრეს ადამიანთა ათეულში გასული წლის ივნისის შემდეგ პირველად მოხვდა. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ Inditex-ის აქციების ფასი 2%-ით დაეცა, ხოლო მისი ქონება $1 მილიარდით, $145 მილიარდამდე შემცირდა. ორტეგამ, რომელმაც მე-11-დან მე-9 პოზიციაზე გადაინაცვლა, ათეულში სტივ ბალმერი ჩაანაცვლა, რომელიც სამი პოზიციით, მე-13 ადგილზე დაქვეითდა. ბალმერის ქონების $13 მილიარდით, $134 მილიარდამდე შემცირება Microsoft-ის აქციების ფასის 12%-ით ვარდნას მოჰყვა.

ქვემოთ მოცემულ რეიტინგში წარმოდგენილია Forbes-ის შეფასებით მსოფლიოს ათი უმდიდრესი ადამიანის ქონება, 2026 წლის პირველი თებერვლის მონაცემებით. კოლექტიურად, მათი სიმდიდრის ღირებულება $2.6 ტრილიონია, რაც გასული თვის ანალოგიურია. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ათი ადამიანიდან რვა ამერიკელია, ორი არაამერიკელი წევრი კი ფრანგი ბერნარ არნო და ესპანელი ამანსიო ორტეგა არიან. პირველი თებერვლის მდგომარეობით, Forbes-ის ათეულში კვლავ ყველა მამაკაცია.

მსოფლიოს 10 უმდიდრესი ადამიანი (2026 წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით):

#1 ილონ მასკი
ქონება: $775 მლრდ (+48 მლრდ)
წყარო: Tesla, SpaceX, xAI, X
ასაკი: 54
საცხოვრებელი ადგილი: ოსტინი, ტეხასი
მოქალაქეობა: აშშ

Andrew Harnik/Getty Images

#2 ლარი პეიჯი
ქონება: $277 მლრდ (+$20 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Photo: Shutterstock

#3 სერგეი ბრინი
ქონება: $255 მლრდ (+$18 მლრდ)
წყარო: Google
ასაკი: 52
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Getty Images

#4 ჯეფ ბეზოსი
ქონება: $250 მლრდ (+$8 მლრდ)
წყარო: Amazon
ასაკი: 61
საცხოვრებელი ადგილი: მაიამი, ფლორიდა
მოქალაქეობა: აშშ

Joe Klamar / AFP – Getty Images

#5 მარკ ცუკერბერგი
ქონება: $246 მლრდ (+$19 მლრდ)
წყარო: Meta (Facebook)
ასაკი: 41
საცხოვრებელი ადგილი: პალო-ალტო, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

AFP via Getty Images

#6 ლარი ელისონი
ქონება: $211 მლრდ (-$34 მლრდ)
წყარო: Oracle
ასაკი: 81
საცხოვრებელი ადგილი: ვუდსაიდი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Phillip Faraone—Getty Images

#7 ბერნარ არნო
ქონება: $169 მლრდ (-$26 მლრდ)
წყარო: LVMH
ასაკი: 76
საცხოვრებელი ადგილი: პარიზი
მოქალაქეობა: საფრანგეთი

AFP via Getty Images

#8 ჯენსენ ჰუანგი 
ქონება: $166 მლრდ (+$4 მლრდ)
წყარო: Nvidia
ასაკი: 62
საცხოვრებელი ადგილი: ლოს-ალტოსი, კალიფორნია
მოქალაქეობა: აშშ

Chesnot—Getty Images

#9 ამანსიო ორტეგა
ქონება: $145 მლრდ (-$1 მლრდ)
წყარო: Inditex (Zara)
ასაკი: 89
საცხოვრებელი ადგილი: ლა-კორუნია, ესპანეთი
მოქალაქეობა: ესპანეთი

El Mundo

#10 უორენ ბაფეტი
ქონება: $142 მლრდ (-$7 მლრდ)
წყარო: Berkshire Hathaway
ასაკი: 95
საცხოვრებელი ადგილი: ომაჰა, ნებრასკა
მოქალაქეობა: აშშ

Gerald Miller | CNBC