მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკა 2026 წლისთვის - IMF-ის პროგნოზი

მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკა 2026 წლისთვის - IMF-ის პროგნოზი

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) პროგნოზის მიხედვით, 2026 წელს გლობალური ეკონომიკის მოცულობა $123.6 ტრილიონს მიაღწევს. მსოფლიოს ეკონომიკური რუკა კი კვლავ აშშ-ისა და ჩინეთის დომინაციით ყალიბდება, თუმცა პარალელურად მნიშვნელოვანი გადაადგილებები ფიქსირდება როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ეკონომიკებში.

პროგნოზის თანახმად, 2026 წელს აშშ-ის ეკონომიკა $31.8 ტრილიონამდე გაიზრდება, რაც მას მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის სტატუსს გაუმყარებს. ცნობისთვის, 2021 წლიდან დღემდე აშშ-ის ეკონომიკას თითქმის $9 ტრილიონი შეემატა.

მისი უახლოესი მდევრისა და მთავარი კონკურენტის, ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), IMF-ის ვარაუდით, წელს $20.7 ტრილიონს მიაღწევს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ზრდის ტემპი შენელებულია, ჩინეთის ეკონომიკა მაინც აშშ-ზე დაახლოებით ორჯერ სწრაფად იზრდება. 2021 წლიდან ჩინეთმა ეკონომიკას დაახლოებით $4 ტრილიონი შემატა.

რაც შეეხება ევროპას, აქ უმსხვილესი ეკონომიკა კვლავ გერმანიაა, რომლის მშპ 2026 წელს, სავარაუდოდ, $5.3 ტრილიონს გადააჭარბებს. თუმცა რეალური ეკონომიკური ზრდა მხოლოდ 0.9% იქნება, რაც აშკარად ჩამორჩება როგორც აშშ-ს, ისე აზიის წამყვან ეკონომიკებს. ათეულში რჩებიან ასევე დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და იტალია.

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ინდოეთის დაწინაურებაა. ქვეყანა სიაში იაპონიას უსწრებს და, IMF-ის პროგნოზით, 2026 წელს მსოფლიოს მეოთხე უმსხვილესი ეკონომიკა გახდება. კერძოდ, ვარაუდის მიხედვით, ინდოეთის მშპ $4.5 ტრილიონს უნდა გაუტოლდეს, რეალურმა ზრდამ კი 6.2% შეადგინოს.

აღსანიშნავია, რომ 2026 წელს ნიგერია მსოფლიოს 50 უმსხვილეს ეკონომიკას შორის პირველად ბრუნდება და 48-ე ადგილს იკავებს. ავსტრალია სამხრეთ კორეას უსწრებს და 14-ე ადგილზე გადადის. ეგვიპტე მშპ-ს მიხედვით ორი პოზიციით წინ მიიწევს და 43-ე ადგილზეა, რაც ეკონომიკურ რეფორმებს უკავშირდება.

მსოფლიოს 20 უმსხვილესი ეკონომიკა 2026 წელს (IMF-ის პროგნოზი):
ადგილიქვეყანამშპ 2026 წელს ($, ტრილიონი)
1აშშ31,821
2ჩინეთი20,651
3გერმანია5,328
4ინდოეთი4,506
5იაპონია4,464
6დიდი ბრიტანეთი4,226
7საფრანგეთი3,559
8იტალია2,702
9რუსეთი2,509
10კანადა2,421
11ბრაზილია2,293
12ესპანეთი2,042
13მექსიკა2,031
14ავსტრალია1,948
15სამხრეთი კორეა1,937
16თურქეთი1,576
17ინდონეზია1,550
18ნიდერლანდები1,413
19საუდის არაბეთი1,316
20პოლონეთი1,110