მსოფლიოს 50 კომპანია ყველაზე დიდი ნაღდი ფულის რეზერვებით

მსოფლიოს 50 კომპანია ყველაზე დიდი ნაღდი ფულის რეზერვებით

ფოტო: REUTERS/Athit Perawongmetha

კომპანიების ხელთ არსებული ნაღდი ფული და მოკლევადიანი ინვესტიციები მათი ფინანსური სიძლიერის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. ეს რესურსი გამოიყენება თანამშრომლების ანაზღაურებისთვის, ოპერაციების დაფინანსებისთვის, ინვესტიციებისა და შერწყმა-შესყიდვებისთვის, ასევე ეკონომიკურ შოკებთან გასამკლავებლად.

TradingView-ის მონაცემებზე დაყრდნობით, Visual Capitalist-მა შეადგინა კომპანიების რეიტინგი, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ნაღდი ფულის რეზერვებს ფლობენ. მაჩვენებელი ნაღდ ფულთან ერთად, მაღალლიკვიდურ, მოკლევადიან ფასიან ქაღალდებს მოიცავს. რეიტინგში სულ 50 კომპანიაა.

ჩამონათვალში 382 მილიარდი დოლარით უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway ლიდერობს. კომპანიის ნაღდი ფულის რეზერვი კონკურენტებისას მნიშვნელოვნად აღემატება. მეორე ადგილზეა CITIC Limited-ი ($171.5 მლრდ), ხოლო მესამეზე – Daiwa Securities Group-ი ($131.4 მლრდ). ტოპ-ხუთეულს კი ავსებენ ტექნოლოგიური გიგანტები: Alphabet-ი ($126.8 მლრდ) და Amazon-ი ($126.3 მლრდ).

აღსანიშნავია, რომ ტოპ-50 კომპანიას შორის, ფინანსური სექტორი ერთობლივად ყველაზე დიდ ნაღდი ფულის რეზერვებს ფლობს, კერძოდ, 1.2 ტრილიონ დოლარს. ეს ნაწილობრივ განპირობებულია მარეგულირებლების მიერ შემუშავებული წესებით, რომლებიც ბანკებს დიდი ლიკვიდური ბუფერების შენარჩუნებას ავალდებულებს.

დიდი მოცულობით ნაღდი ფულის რეზერვები აქვთ ასევე „შესანიშნავი შვიდეულის“ კომპანიები: Alphabet-ი, Amazon-ი, Meta, Microsoft-ი, Apple-ი, Nvidia და Tesla. ისინი ჯამურად 597 მილიარდი დოლარის ნაღდ ფულს ფლობენ, რაც S&P 500-ის კომპანიების უმეტესობის შესაძენად არის საკმარისი.

ტრადიციულად, დიდი ტექნოლოგიური კომპანიები მაღალი მარჟებითა და მასშტაბირებადი ბიზნესმოდელით გამოირჩევიან, რაც შემოსავლების ნაღდ ფულად სწრაფად კონვერტაციას უზრუნველყოფს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი აქტიურად ინვესტირებენ ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურაში, კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად ხშირად ვალს მიმართავენ და ნაღდი ფულის რეზერვების შემცირებაზე უარს ამბობენ.

ნაღდი ფულის დიდი მარაგი მათ საშუალებას აძლევს, განახორციელონ სტრატეგიული შესყიდვები და გეოპოლიტიკური რისკებისა თუ სავაჭრო ტარიფების ზრდისგან თავი დაიზღვიონ.

მსოფლიოს 50 კომპანია ყველაზე დიდი ნაღდი ფულის რეზერვებით:
ადგილიკომპანიაფულადი რეზერვები და მოკლევადიანი ინვესტიციები ($ მლრდ)
1Berkshire Hathaway381.7
2CITIC Limited171.5
3Daiwa Securities Group131.4
4Alphabet126.8
5Amazon126.3
6Taiwan Semiconductor Manufacturing97.8
7Interactive Brokers Group93.4
8Microsoft89.5
9Charles Schwab88.9
10Meta Platforms82.4
11Volkswagen76.9
12PDD Holdings69.5
13Apple66.9
14NVIDIA60.6
15Tencent59.2
16Alibaba Group Holding58.2
17Saudi Aramco56.0
18Contemporary Amperex Technology51.6
19Toyota Motor50.5
20SBI Holdings50.0
21China State Construction Engineering48.5
22American Express47.8
23SoftBank Group45.8
24Tesla44.5
25China Mobile43.8
26Daou Technology43.7
27Hon Hai Precision Industry42.5
28CNPC Capital41.9
29Japan Securities Finance41.0
30PetroChina40.7
31Hong Kong Exchanges & Clearing39.4
32Fannie Mae39.4
33Stellantis38.7
34Ford Motor38.5
35International Holding Company37.6
36Intel37.4
37BP36.8
38Rakuten Group36.0
39CNOOC35.8
40Nomura Holdings35.7
41SAIC Motor35.1
42Honda Motor30.9
43Deutsche Boerse30.6
44General Motors30.6
45Shell30.3
46JD.com29.6
47Boeing29.4
48China Railway Group28.6
49TotalEnergies28.3
50Daou Data26.8