მიუხედავად იმისა, რომ საჯარო კომპანიები უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს, კერძო ფირმები მრავალმილიარდიანი კაპიტალიზაციის დაგროვებასა და ინდუსტრიის მომავლის ფორმირებას აქტიურად აგრძელებენ. ამაზე CB Insights-ის მონაცემებიც მეტყველებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით კერძო კომპანიების უახლეს შეფასებებს ასახავს.
აღსანიშნავია, რომ 2025 წლის რეიტინგში AI-კომპანიები დომინირებენ, რაც ხელოვნური ინტელექტის ბუმით არის განპირობებული. მათ შორის ტოპ-10-ში ვხვდებით ChatGPT-ის შემქმნელ OpenAI-ის, რომელიც $300-მილიარდიანი შეფასებით მესამე ადგილზეა. კიდევ ერთი AI-სტარტაპი Anthropic-ი მეშვიდე ადგილს იკავებს. ის $62 მილიარდად არის შეფასებული. Anthropic-ს მერვე პოზიციაზე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კომპანია xAI მოჰყვება, რომლის ღირებულება $50 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებულმა სამივე კომპანიამ ბოლო წლებში მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტის მოდელები შექმნა.
მათთან ერთად გამოსარჩევია Safe Superintelligence-ი, რომელიც OpenAI-ისა და Anthropic-ის ყოფილი თანამშრომლების მიერ შეიქმნა. არსებული მონაცემებით, კომპანია $30 მილიარდად არის შეფასებული. ასევე ბოლო პერიოდში ყურადღების ცენტრშია Scale AI, რომელშიც ცოტა ხნის წინ Meta-მ 49%-იანი წილი შეისყიდა. Scale AI სიაში 26-ე პოზიციაზეა, თუმცა მისი შედგენისას მონაცემებში ეს გარიგება არ იყო გათვალისწინებული. ვინაიდან განახლებული მონაცემებით Scale ამჟამად 29 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული, შესაბამისად, ის რეიტინგში მე-14 ადგილზე გადაინაცვლებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ ბევრი სხვა კომპანია AI-ის, როგორც დამატებით ინსტრუმენტს იყენებს. მათ შორისაა Databricks-ი, Grammarly, Colossal-ი და სხვა.
მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირადღირებული კერძო კომპანია 2025 წელს:
| ადგილი | კომპანია | ქვეყანა | ღირებულება ($, მლრდ) |
|---|---|---|---|
| 1 | 🚀 SpaceX | აშშ | 350 |
| 2 | 📱 ByteDance | ჩინეთი | 300 |
| 3 | 🧠 OpenAI | აშშ | 300 |
| 4 | 💳 Stripe | აშშ | 70 |
| 5 | 👗 SHEIN | სინგაპური | 66 |
| 6 | 📊 Databricks | აშშ | 62 |
| 7 | 🤖 Anthropic | აშშ | 62 |
| 8 | 🌌 xAI | აშშ | 50 |
| 9 | 💱 Revolut | გაერთიანებული სამეფო | 45 |
| 10 | 🎨 Canva | ავსტრალია | 32 |
| 11 | 🏈 Fanatics | აშშ | 31 |
| 12 | 🛡️ Safe Superintelligence | აშშ | 30 |
| 13 | 🏦 Chime | აშშ | 25 |
| 14 | 🎮 Epic Games | აშშ | 23 |
| 15 | 🧭 Miro | აშშ | 18 |
| 16 | 📸 Xiaohongshu | ჩინეთი | 17 |
| 17 | 🧾 Rippling | აშშ | 17 |
| 18 | 📚 Yuanfudao | ჩინეთი | 16 |
| 19 | 📷 DJI Innovations | ჩინეთი | 15 |
| 20 | 💬 Discord | აშშ | 15 |
| 21 | 🛍️ Gopuff | აშშ | 15 |
| 22 | 🥤 Yuanqi Senlin | ჩინეთი | 15 |
| 23 | 💸 Ripple | აშშ | 15 |
| 24 | 🛒 Klarna | შვედეთი | 15 |
| 25 | 🛰️ Anduril | აშშ | 14 |
| 26 | 🧪 Scale AI | აშშ | 14 → 29 |
| 27 | 🌊 OpenSea | აშშ | 13 |
| 28 | ⚙️ Celonis | გერმანია | 13 |
| 29 | 💼 Ramp | აშშ | 13 |
| 30 | ✍️ Grammarly | აშშ | 13 |
| 31 | ❤️ Devoted Health | აშშ | 13 |
| 32 | 🌍 Deel | აშშ | 13 |
| 33 | 🛒 Faire | აშშ | 13 |
| 34 | 🏢 Brex | აშშ | 12 |
| 35 | 🚬 JUUL Labs | აშშ | 12 |
| 36 | 🪙 Bitmain Technologies | ჩინეთი | 12 |
| 37 | 🌱 GoodLeap | აშშ | 12 |
| 38 | 🧺 Xingsheng Selected | ჩინეთი | 12 |
| 39 | 📋 Airtable | აშშ | 12 |
| 40 | 🚗 ZongMu Technology | ჩინეთი | 11 |
| 41 | 🌐 Global Switch | გაერთიანებული სამეფო | 11 |
| 42 | 💳 Checkout.com | გაერთიანებული სამეფო | 11 |
| 43 | ⚡ Bolt | აშშ | 11 |
| 44 | 🔮 Alchemy | აშშ | 10 |
| 45 | 🧬 Colossal | აშშ | 10 |
| 46 | 🚛 Huolala | ჩინეთი | 10 |
| 47 | 🧠 Thinking Machines Lab | აშშ | 10 |
| 48 | 👥 Gusto | აშშ | 10 |
| 49 | 🚘 Chehaoduo | ჩინეთი | 10 |
| 50 | 📞 Talkdesk | აშშ | 10 |












