მსოფლიოს 50 ყველაზე მოგებიანი კომპანია 2024 წელს

მსოფლიოს 50 ყველაზე მოგებიანი კომპანია 2024 წელს

მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიებისათვის გასული წელი ნაყოფიერი გამოდგა. განსაკუთრებით შედეგიანი 2024 წელი მსხვილი ბიზნესებისა და ინდუსტრიებისთვის იყო. მოწინავე ტექნოლოგიური კომპანიების, ენერგოსექტორის დომინანტი ფირმებისა და საფინანსო სექტორის წამყვანი კორპორაციების შემოსავლებმა გასულ წელს ხშირ შემთხვევაში ზოგიერთი სახელმწიფოს მშპ-ის მოცულობასაც კი გადააჭარბა.

სტატიაში წარმოგიდგენთ 2024 წლის 50 ყველაზე მოგებიან კომპანიას მსოფლიო მასშტაბით. მონაცემები პლატფორმა Fortune-ის სტატისტიკას ეფუძნება და 2024 ფისკალური წლის განმავლობაში კომპანიების მიერ გადასახადების შემდეგ გენერირებულ მოგებას ითვალისწინებს.

2024 წლის ყველაზე მოგებიანი კომპანია საუდის არაბეთის ნავთობმწარმოებელი Saudi Aramco იყო, რომლის მოგებამაც $120.7 მილიარდი შეადგინა. Saudi Aramco საბაზრო კაპიტალიზაციით მსოფლიოს მეექვსე ყველაზე მსხვილი კომპანიაა და მისი აქციების დიდ ნაწილს საუდის არაბეთის სამეფო ფლობს.

გასული წლის მეორე ყველაზე მოგებიანი კომპანია კი სმარტფონების, ლეპტოპების, სმარტსაათებისა და ყურსასმენების მწარმოებელი ამერიკული Apple-ი იყო. Apple-ის მოგებამ 2024 ფისკალურ წელს $97 მილიარდი შეადგინა, რაც კომპანიის პროდუქტების მაღალი მოგების მარჟის დამსახურებაა.

რეიტინგის მესამე პოზიციას უორენ ბაფეტის საინვესტიციო ფირმა Berkshire Hathaway იკავებს. კომპანიის მოგებამ 2024 წელს $96.2 მილიარდი შეადგინა. Berkshire Hathaway გასული წლის აგვისტოში $1-ტრილიონიანი კომპანიების „კლუბსაც“ შეუერთდა, სადაც ისეთი კორპორაციებია გაერთიანებული, როგორიცაა: Apple-ი, Microsoft-ი, Nvidia,  Saudi Aramco და სხვა.

საინტერესოა, რომ 50 ყველაზე მოგებიანი კომპანიიდან 14 – ფინანსურ სექტორში, 12 – ენერგოსექტორში, 8 – ტექნოლოგიურ, 5 – ავტოინდუსტრიაში, 4 – სატელეკომუნიკაციო ბიზნესში, 3-3 კი ჯანდაცვის სექტორსა და საცალო გაყიდვებში საქმიანობს.

წარმოგიდგენთ 2024 წლის 50 ყველაზე მოგებიანი კომპანიის სრულ ჩამონათვალს:

რეიტინგიკომპანიამოგება ($ მილიარდი)ინდუსტრია
1Saudi Aramco120.7ენერგეტიკა
2Apple97ტექნოლოგიები
3Berkshire Hathaway96.2ფინანსები
4Alphabet73.8ტექნოლოგიები
5Microsoft72.4ტექნოლოგიები
6Industrial & Commercial Bank of China51.4ფინანსები
7JPMorgan Chase49.6ფინანსები
8China Construction Bank47ფინანსები
9Meta Platforms39.1ტექნოლოგიები
10Agricultural Bank of China38ფინანსები
11Exxon Mobil36ენერგეტიკა
12Johnson & Johnson35.2ჯანდაცვა
13Toyota Motor34.2ავტოინდუსტრია
14Bank of China32.8ფინანსები
15Amazon30.4საცალო ვაჭრობა
16Nvidia29.8ტექნოლოგიები
17UBS Group27.8ფინანსები
18Taiwan Semiconductor Manufacturing27.4ტექნოლოგიები
19Bank of America26.5ფინანსები
20Petrobas24.9ენერგეტიკა
21HSBC Holdings23.5ფინანსები
22UnitedHealth Group22.4ჯანდაცვა
23TotalEnergies21.4ენერგეტიკა
24Chevron21.4ენერგეტიკა
25China National Petroleum21.3ენერგეტიკა
26China Merchants Bank20.7ფინანსები
27Stellantis20.1ავტოინდუსტრია
28Shell19.4ენერგეტიკა
29Deutsche Telekom19.2ტელეკომუნიკაციები
30Wells Fargo19.1საცალო ვაჭრობა
31Volkswagen17.9ავტოინდუსტრია
32Sberbank17.7ფინანსები
33Fanni Mae17.4ფინანსები
34Visa17.3ფინანსები
35Petronas16.3ენერგეტიკა
36Tencent Holdings16.3ტექნოლოგიები
37Walmart15.5საცალო ვაჭრობა
38Mercedes-Benz Group15.4ავტოინდუსტრია
39Comcast15.4ტელეკომუნიკაციები
40China Mobile Communications15.3ტელეკომუნიკაციები
41BP15.2ენერგეტიკა
42Home Depot15.1საცალო ვაჭრობა
43Tesla15.0ავტოინდუსტრია
44Rosneft Oil14.9ენერგეტიკა
45Novartis14.9ჯანდაცვა
46P&G14.7სამომხმარებლო
47China National Offshore Oil14.6ენერგეტიკა
48AT&T14.4ტელეკომუნიკაციები
49Broadcom14.1ტექნოლოგიები
50Lukoil13.6ენერგეტიკა