მსოფლიოს ახალი ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ჰყავს

მსოფლიოს ახალი ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარი მილიარდერი ჰყავს

ალექსანდრ ვანგი ნიუ-მექსიკოში, ლოს-ალამოსის ეროვნული ლაბორატორიის სიახლოვეს, განსაკუთრებით გასაიდუმლოებულ ადგილას გაიზარდა, იქ სადაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მეორე მსოფლიო ომის დროს პირველი ატომური ბომბი შექმნა. ვანგის ფიზიკოსი მშობლები ზუსტად იმ საქმეს აკეთებდნენ, რასაც ამჟამად თავად მიჰყვება: სამხედროებისთვის შეიარაღების პროექტებზე მუშაობდნენ.

25 წლის ვანგის მიერ ექვსი წლის წინ, სან-ფრანცისკოში დაფუძნებულ კომპანია Scale AI-ს უკვე სამი, ჯამში $110 მილიონამდე ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული. Scale AI-ი მთავრობის საჭიროებებიდან გამომდინარე, ამერიკის საჰაერო ძალებსა და არმიას ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაში ეხმარება. Scale-ის ტექნოლოგია, უკრაინაში რუსული ბომბების მიერ მიყენებული ზარალის დასადგენად, თანამგზავრების სურათებს ანალიტიკოსებზე სწრაფად აანალიზებს.

თუმცა Scale-ის ტექნოლოგია არამხოლოდ სამხედრო თვალსაზრისითაა გამოსაყენებელი. 300-ზე მეტი კომპანია, მათ შორის General Motors-ი და Flexport-ი იყენებს Scale-ს, რადგან, ვანგის თქმით, „ყველა ინდუსტრია ინფორმაციების უზარმაზარ რაოდენობას ფლობს, მათი მიზანი კი მონაცემთა პოტენციალის გამოყენებისთვის კომპანიების დახმარება და მათი ბიზნესის ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით გაძლიერებაა”. აღსანიშნავია, რომ ვანგი 2018 წელს Forbes-ის Under 30-ის სიაშიც მოხვდა.

ბავშვობაში მათემატიკის ოსტატი იყო, მათემატიკისა და კოდირების ეროვნულ კონკურსებში მონაწილეობდა. მე-6 კლასში პირველ ეროვნულ მათემატიკურ კონკურსში მიიღო მონაწილეობა. 17 წლის ასაკში Quora-ზე კოდირების მიმართულებით სრულ განაკვეთზე მუშაობდა, სადაც საკუთარი მომავალი კომპანიის, Scale-ის თანადამფუძნებელი ლუდი გუო გაიცნო. შემდგომ MIT-ში მექანიკური სწავლების დასაუფლებლად ჩაირიცხა და უნივერსიტეტის პირველი კურსის დასრულებისას გუოსთან ერთად Scale-ზე მუშაობაც დაიწყო. როგორც თავად ამბობს, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მშობლებს უთხრა, რომ ეს მხოლოდ ზაფხულის სამუშაო იყო, თუმცა სასწავლებელში აღარც დაბრუნებულა.

შარშან, $325-მილიონიანი დაფინანსების რაუნდმა ვანგის Scale-ი, რომელიც დაახლოებით $100 მილიონს გამოიმუშავებს, $7.3 მილიარდად შეაფასა. ვანგის 15%-იანი წილი $1 მილიარდს შეადგენს, რაც მას მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა თვითშემდგარ მილიარდერად აქცევს. ვანგს პედრო ფრანჩესკი მოსდევს, 15 წლის ბრაზილიელი, საკრედიტო ბარათების კომპანია Brex-ის თანადამფუძნებელი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *