Transfermarkt-ის თანახმად, დღეს მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი 17 წლის ლამინ იამალია, რომელიც „ბარსელონაში“ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე თამაშობს. ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის საბაზრო ღირებულება ამ დროისთვის 200 მილიონ ევროდ არის შეფასებული, რაც იამალის კარიერაში უმაღლეს ნიშნულს წარმოადგენს.
მეორე პოზიციას, 180 მილიონი ევროთი, სამი ფეხბურთელი იყოფს – ჯუდ ბელინგემი, ერლინგ ჰაალანდი და კილიან მბაპე. 21 წლის ბელინგემისთვის, რომელიც მადრიდის „რეალის“ შემადგენლობაში შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, ეს კარიერის განმავლობაში ასევე უმაღლესი შეფასებაა. ინგლისელი ფეხბურთელი აღნიშნულ საბაზრო ღირებულებას 2023 წლიდან ინარჩუნებს.
რაც შეეხება ერლინგ ჰაალანდს, „მანჩესტერ სიტის“ 24 წლის ნორვეგიელ ცენტრ-ფორვარდს, 2024 წელს მისი საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს აღწევდა, თუმცა მიმდინარე წლის 30 მაისს განახლების შემდეგ 20 მილიონი ევროთი, 180 მილიონ ევრომდე შემცირდა.
200 მილიონ ევროს, 2018-2019 წლებში, კილიან მბაპეს საბაზრო ღირებულებაც უტოლდებოდა, თუმცა ამის შემდეგ, მისი ფასი, გარკვეულ პერიოდში, 160 მილიონამდეც კი შემცირდა. Transfermarkt-ი დღეს მადრიდის „რეალის“ 26 წლის ფრანგ ცენტრ-ფორვარდს 180 მილიონად აფასებს.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელებში მე-20 პოზიციას ხუთ სხვა მოთამაშესთან ხვიჩა კვარაცხელია იყოფს. საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბის საბაზრო ღირებულება Transfermarkt-ზე ცოტა ხნის წინ 10 მილიონი ევროთი გაიზარდა და 90 მილიონ ევროს მიაღწია. ეს 24 წლის ქართველის კარიერაში უმაღლესი შეფასებაა.
მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელები:
# | ფეხბურთელი | ღირებულება (€) | ასაკი | კლუბი |
---|---|---|---|---|
1 | ლამინ იამალი | 200.00 მლნ | 17 | ![]() |
2 | ჯუდ ბელინგემი | 180.00 მლნ | 21 | ![]() |
2 | ერლინგ ჰაალანდი | 180.00 მლნ | 24 | ![]() |
2 | კილიან მბაპე | 180.00 მლნ | 26 | ![]() |
5 | ვინისიუს ჯუნიორი | 170.00 მლნ | 24 | ![]() |
6 | ბუკაიო საკა | 150.00 მლნ | 23 | ![]() |
7 | პედრი | 140.00 მლნ | 22 | ![]() |
7 | ფლორიან ვირტცი | 140.00 მლნ | 22 | ![]() |
7 | ჯამალ მუსიალა | 140.00 მლნ | 22 | ![]() |
10 | ფედერიკო ვალვერდე | 130.00 მლნ | 26 | ![]() |
11 | კოულ პალმერი | 120.00 მლნ | 23 | ![]() |
11 | დეკლან რაისი | 120.00 მლნ | 26 | ![]() |
11 | ალექსანდერ ისაკი | 120.00 მლნ | 25 | ![]() |
14 | როდრი | 110.00 მლნ | 28 | ![]() |
15 | ხულიან ალვარესი | 100.00 მლნ | 25 | ![]() |
15 | მაიკლ ოლისე | 100.00 მლნ | 23 | ![]() |
15 | ალექსის მაკალისტერი | 100.00 მლნ | 26 | ![]() |
15 | ფილ ფოდენი | 100.00 მლნ | 25 | ![]() |
19 | ლაუტარო მარტინესი | 95.00 მლნ | 27 | ![]() |
20 | დეზირე დუე | 90.00 მლნ | 20 | ![]() |
20 | მოისეს კაისედო | 90.00 მლნ | 23 | ![]() |
20 | ხვიჩა კვარაცხელია | 90.00 მლნ | 24 | ![]() |
20 | როდრიგო | 90.00 მლნ | 24 | ![]() |
20 | რაფინია | 90.00 მლნ | 28 | ![]() |
20 | უსმან დემბელე | 90.00 მლნ | 28 | ![]() |