ფოტო: nymynet.com
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების რეიტინგში, 2026 წელს, ისევე როგორც უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში, ტექნოლოგიური კომპანიები ლიდერობენ. სია პლატფორმა Brand Finance-ის მონაცემებზე დაყრდნობით არის შედგენილი.
რეიტინგის მეთოდოლოგია არ არის დაფუძნებული კომპანიების საბაზრო კაპიტალიზაციაზე, არამედ მათ მიერ მარკეტინგულ საქმიანობაში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობაზე, ბრენდის სიძლიერესა და საერთო ფინანსურ მაჩვენებლებზე.
როგორც აღვნიშნეთ, რეიტინგის მოწინავე პოზიციებს ტექნოლოგიური და ციფრული პლატფორმები იკავებს. სიაში პირველი პოზიცია ბრენდის $608-მილიარდიანი შეფასებით სმარტფონებისა და კომპიუტერების მწარმოებელ ამერიკულ Apple-ს ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ Apple-ის მხოლოდ ბრენდის ღირებულება მსოფლიოში არსებული კომპანიების უმეტესობის საბაზრო კაპიტალიზაციასაც კი მნიშვნელოვნად აჭარბებს.
რეიტინგის მეორე პოზიციაზე $565-მილიარდიანი შეფასებით Microsoft-ია, რომლის ბრენდის ცნობადობაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ის ხარისხთან და ინოვაციურობასთან ასოცირდება. მესამე და მეოთხე პოზიციები Google-სა ($433 მილიარდი) და Amazon-ს ($370 მილიარდი) უკავიათ. რეიტინგის მეხუთე პოზიციაზე კი Nvidia ($184 მილიარდი) იმყოფება, რომელიც 2025 წლის შემდეგ აღნიშნულ რეიტინგში ოთხი პოზიციით დაწინაურდა. ეს, ძირითადად, ხელოვნური ინტელექტის ჩიპებზე გაზრდილი მოთხოვნის დამსახურებაა.
რეიტინგის ხუთეული ნათლად ასახავს გლობალურ ბაზრებზე ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციისა და ნახევარგამტარების ინდუსტრიის მზარდ როლს.
საინტერესოა, რომ ათეულში მეექვსე პოზიციაზე მოხვდა ყველაზე ძვირადღირებული ჩინური ბრენდი, $154 მილიარდად შეფასებული TikTok-იც. ათეულში ასევე გვხვდება ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში არსებული ენერგოკომპანია State Grid Corporation of China.
| ადგილი | ბრენდი | ინდუსტრია | ბრენდის ღირებულება |
| 1 | Apple | ელ.მოწყობილობები | 608 მილიარდი |
| 2 | Microsoft | პროგრამული უზრუნველყოფა | 565 მილიარდი |
| 3 | მედია | 433 მილიარდი | |
| 4 | Amazon | ელ.კომერცია | 370 მილიარდი |
| 5 | NVIDIA | ნახევარგამტარები | 184 მილიარდი |
| 6 | TikTok | მედია | 154 მილიარდი |
| 7 | Walmart | საცალო გაყიდვები | 141 მილიარდი |
| 8 | Samsung | სხვადასხვა | 119 მილიარდი |
| 9 | მედია | 107 მილიარდი | |
| 10 | State Grid Corporation of China | ენერგეტიკა | 102 მილიარდი |














