მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები 2025 წელს

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები 2025 წელს

ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების 2025 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში სულ 20 ქალია, რომელთა მიერ გამომუშავებული თანხა 293 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება. ეს 2024 წლის 258 მილიონ დოლართან შედარებით 13%-ით მეტია.

ამავდროულად, ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალების ტოპ-20-ის შემოსავლის ზღვარი, წინა წლის 6.3 მილიონ დოლართან შედარებით, 8.1 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ქალთა სპორტის ისტორიაში ფინანსური თვალსაზრისით ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წელია. მას შემდეგ, რაც ელენა რიბაკინამ ერ-რიადში გამართულ WTA-ის ფინალში არინა საბალენკა დაამარცხა, მან ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ერთჯერადი საპრიზო თანხა, 5.235 მილიონი დოლარი მიიღო. თუმცა, რიბაკინა ერთადერთი არ არის, ვინც ქალთა სპორტისადმი გაზრდილი ინტერესით სარგებელი ნახა.

ნოემბერში გოლფისტმა ჯინო ტიტიკულმა LPGA-ის ტურნირზე 4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, რაც ამ სპორტის ისტორიაში მაქსიმალური მაჩვენებელია. პარალელურად, კალათბურთში ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც საბრინა იონესკუ და ენჯელ რისი არიან, WNBA-ს ხელფასებს (რომლის მაქსიმალური ზღვარი წელს 249,244 დოლარი იყო) ახალი ზამთრის ლიგის, Unrivaled-ის მეშვეობით აბალანსებენ. ამ ლიგაში მონაწილეთა საშუალო ანაზღაურება პირველსავე სეზონში 220,000 დოლარი იყო.

ზედიზედ მეორე წელია, რეიტინგის სათავეში 21 წლის ჩოგბურთელი კოკო გოფია. მისი წლიური შემოსავალი 33 მილიონ დოლარადაა შეფასებული. მიუხედავად იმისა, რომ მან კორტზე 8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, მისი შემოსავლის უდიდესი ნაწილი სარეკლამო კონტრაქტებზე მოდის კომპანიებთან, როგორებიცაა New Balance-ი, Bose-ი და Baker Tilly. ეს იმ ბრენდების მცირე ჩამონათვალია, რომლებთან თანამშრომლობითაც გოფმა 25 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.

ისტორიულ ჭრილში კოკო გოფზე დიდი წლიური შემოსავალი მხოლოდ ორ ჩოგბურთელს ჰქონია: ნაომი ოსაკას (2021 წელს 57.3 მლრდ დოლარი) და სერენა უილიამსს (2021 წელს 45.9 მლრდ დოლარი). აღსანიშნავია, რომ წელს გოფი იმ 14 სპორტსმენ ქალს შორისაა, რომელთა წლიურმა შემოსავალმა 10 მილიონ დოლარს გადააჭარბა.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენი ქალები 2025 წელს

#1. $33 მილიონი
კოკო გოფი
სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 21 | მოედანზე: 8 მილიონი დოლარი • მოედნის გარეთ: 25 მილიონი დოლარი

Clive Brunskill/Getty Images

#2. $30 მილიონი
არინა საბალენკა
სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: ბელარუსი | ასაკი: 27 | მოედანზე: 15 მილიონი დოლარი • მოედნის გარეთ: 15 მილიონი დოლარი

WANG ZHAO/getty images

#3. $25.1 მილიონი
იგა შვიონტეკი
სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: პოლონეთი | ასაკი: 24 | მოედანზე: 10.1 მილიონი დოლარი • მოედნის გარეთ: 15 მილიონი დოლარი

Robert Prange/getty images

#4. $23.1 მილიონი
ეილინ გუ
სპორტი: სათხილამურო ფრისტაილი | ქვეყანა: ჩინეთი | ასაკი: 22 | მოედანზე: 0.1 მილიონი დოლარი • მოედნის გარეთ: 23 მილიონი დოლარი

Jamie Squire/Getty Images

#5. $22.6 მილიონი
ცინვენ ჭენი
სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: ჩინეთი | ასაკი: 23 | მოედანზე: 1.6 მილიონი დოლარი • მოედნის გარეთ: 21 მილიონი დოლარი

Daniel Kopatsch/getty images

#6. $13.4 მილიონი
მედისონ კიზი
სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 30 | მოედანზე: 4.4 მილიონი დოლარი • მოედნის გარეთ: 9 მილიონი დოლარი

#7. $13 მილიონი
ნელი კორდა
სპორტი: გოლფი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 27 | მოედანზე: 3 მილიონი დოლარი • მოედნის გარეთ: 10 მილიონი დოლარი

#8 (თანაბარი). $12.5 მილიონი
ნაომი ოსაკა
სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: იაპონია | ასაკი: 28 | მოედანზე: 2.5 მილიონი დოლარი • მოედნის გარეთ: 10 მილიონი დოლარი

#8 (თანაბარი). $12.5 მილიონი
ელენა რიბაკინა
სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: ყაზახეთი | ასაკი: 26 | მოედანზე: 8.5 მილიონი დოლარი • მოედნის გარეთ: 4 მილიონი დოლარი

#10. $12.3 მილიონი
ჯესიკა პეგულა
სპორტი: ჩოგბურთი | ქვეყანა: აშშ | ასაკი: 31 | მოედანზე: 5.3 მილიონი დოლარი • მოედნის გარეთ: 7 მილიონი დოლარი