მსოფლიოს ყველაზე მდგრადი ეკონომიკები 2025 წლისთვის

მსოფლიოს ყველაზე მდგრადი ეკონომიკები 2025 წლისთვის

Hinrich Foundation-მა 2025 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მდგრადი ეკონომიკები გამოავლინა. მდგრადი ვაჭრობის ინდექსი (STI) 30 შერჩეული გლობალური ეკონომიკის ყოველწლიურ რეიტინგს ადგენს, რომელიც IMD World Competitiveness Center-თან ერთად არის შემუშავებული.

2025 წლის რეიტინგში პირველი ადგილი გაერთიანებულმა სამეფომ დაიკავა, მას შემდეგ, რაც 2023 და 2024 წლებში მეორე ადგილს სჯერდებოდა. აღსანიშნავია, რომ მან ლიდერობა ახალ ზელანდიას ჩამოართვა, რომელმაც, შესაბამისად, მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

სიაში ადგილები შეინარჩუნეს ავსტრალიამ და სინგაპურმა. პირველი მათგანი მე-3 პოზიციაზეა, მეორე კი – მე-4 პოზიციაზე.

2024 წლიდან 2025 წლამდე რეიტინგში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც შეინიშნება. სამხრეთი კორეა მე-7 ადგილიდან მე-5 ადგილზე დაწინაურდა, მალაიზია მე-15 ადგილიდან მე-12 ადგილზე, ხოლო შრი-ლანკამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნახტომი გააკეთა, 26-ე ადგილიდან მე-20 ადგილზე ავიდა.

მეორეს მხრივ, რამდენიმე ქვეყანა სიაში დაქვეითდა. ტაილანდი მე-12 ადგილიდან მე-15 ადგილზე გადავიდა, ლაოსი 22-ე ადგილიდან 25-ე ადგილზე, ხოლო მიანმარი, სადაც ჯერ კიდევ სამოქალაქო ომის დაძაბული გარემოა, 27-ე ადგილიდან 30-ე ადგილზე დაქვეითდა და რუსეთს ჩაანაცვლა, რომელიც 2023 და 2024 წლებში ამ ადგილს იკავებდა. წლევანდელ სიაში რუსეთი 29-ე ადგილზეა.

ადგილიქვეყანაSTI 2025 (ქულა)ცვლილება 2024 წელთან შედარებით
1გაერთიანებული სამეფო100.0+1
2ახალი ზელანდია97.0-1
3ავსტრალია93.3=
4სინგაპური90.0=
5სამხრეთი კორეა87.2+2
6ჰონგ-კონგი83.8-1
7იაპონია83.5-1
8კანადა80.5=
9აშშ79.5=
10ტაივანი77.9=
11ჩილე67.7=
12მალაიზია64.3+3
13ფილიპინები61.7=
14ვიეტნამი58.4=
15ტაილანდი58.2-3
16ჩინეთი57.5=
17ინდონეზია56.3+1
18მექსიკა52.9-1
19კამბოჯა50.8=
20შრი-ლანკა41.1+6
21პერუ39.7-1
22ეკვადორი34.8-1
23ინდოეთი33.2=
24ბრუნეი31.7=
25ლაოსი29.6-3
26ბანგლადეში23.9-1
27პაკისტანი12.5+1
28პაპუა-ახალი გვინეა8.5+1
29რუსეთი1.6+1
30მიანმარი0.0-3