FinanceCharts.com-ის მონაცემების თანახმად, მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების 2025 წლის რეიტინგში ტექნოლოგიების, ფინანსებისა და ენერგეტიკის სფეროების წარმომადგენლები ლიდერობენ. შემოთავაზებული მონაცემები კომპანიების ბოლო 12 თვის მოგებას და მათი მოგებიანობის მაჩვენებლებს მიმდინარე წლის ნოემბრის მდგომარეობით ასახავს.
ყველაზე მოგებიანი კომპანიების რეიტინგის სათავეში კვლავ ტექნოლოგიური გიგანტები გვხვდება. კერძოდ, წელს სიაში Alphabet-მა 124.3 მილიარდი დოლარის მოგებით პირველი პოზიცია დაიკავა. მას Apple-ი და Microsoft-ი მოსდევს. ეს კომპანიები მოგების მაღალი მარჟით გამორჩეული მიმართულებებით – ციფრული მომსახურებებით, სარეკლამო პლატფორმებით, პროგრამული უზრუნველყოფის სერვისებით – არიან ცნობილნი.
სიაში განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს NVIDIA, რომელმაც 53.7%-იანი მოგების მარჟა აჩვენა. AI-ჩიპებზე მზარდი გლობალური მოთხოვნა ნახევარგამტარების ინდუსტრიის სტრუქტურას სწრაფად ცვლის და კომპანიას რეკორდული შემოსავლების მიღების საშუალებას აძლევს.
რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე მრავლადაა წარმოდგენილი მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები. JPMorgan Chase-ი, Bank of America და Wells Fargo კვლავ მსოფლიოს ტოპ-მოგებიანი კომპანიების რიგებში გვხვდებიან.
მაღალი პოზიციები უკავია ჩინეთის ოთხ დიდ ბანკსაც: ICBC, China Construction Bank-ი, Agricultural Bank of China და Bank of China. ეს ბანკები შიდა ბაზარზე ფართო ქსელებით გამოირჩევიან.
ფინანსური სფეროს ევროპული გიგანტები – HSBC, BNP Paribas-ი და Santander-ი – კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ საბანკო და ფინანსური სექტორი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მაღალშემოსავლიანი სფეროა.
ფარმაცევტულ სექტორში Merck-ი, Eli Lilly და Novo Nordisk-ი მოგების მაღალი მარჟებით გამოირჩევიან. მათი შემოსავლების ძირითადი წყარო ინოვაციური თერაპიები და ყველაზე გაყიდვადი პრეპარატებია.
აღნიშნული ინდუსტრიებისგან განსხვავებით, საცალო ვაჭრობის გიგანტები – Walmart-ი და Home Depot – შედარებით დაბალმარჟიან ბიზნესს წარმოდგენენ. თუმცა მათი მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ისინი კვლავ მსოფლიოს ყველაზე მოგებიანი კომპანიების ტოპ-50-ში რჩებიან.
მსოფლიოს 50 ყველაზე მოგებიანი კომპანია 2025 წლისთვის:
| პოზიცია | კომპანია | მოგება (მილიარდი) | მოგების მარჟა |
|---|---|---|---|
| 1 | Alphabet | $124.3 | 30.1% |
| 2 | Apple | $112.0 | 24.8% |
| 3 | Microsoft | $104.9 | 35.7% |
| 4 | NVIDIA | $99.2 | 53.7% |
| 5 | Saudi Aramco | $95.6 | 21.7% |
| 6 | Amazon.com | $76.5 | 9.8% |
| 7 | Berkshire Hathaway | $67.5 | 22.0% |
| 8 | Meta Platforms | $58.5 | 36.7% |
| 9 | JPMorgan Chase & Co | $56.7 | 20.1% |
| 10 | Taiwan Semiconductor (TSMC) | $50.5 | 41.6% |
| 11 | Industrial and Commercial Bank of China (ICBC) | $49.9 | 21.7% |
| 12 | China Construction Bank | $46.4 | 23.4% |
| 13 | Agricultural Bank of China | $38.5 | 18.8% |
| 14 | Bank of China | $31.4 | 16.3% |
| 15 | Exxon Mobil | $30.0 | 9.7% |
| 16 | HSBC Holdings | $29.6 | 14.7% |
| 17 | Toyota Motor | $29.5 | 9.6% |
| 18 | Tencent Holdings | $29.3 | 27.8% |
| 19 | Bank of America | $28.3 | 13.5% |
| 20 | Johnson & Johnson | $25.1 | 21.9% |
| 21 | China Life Insurance | $24.0 | 35.6% |
| 22 | Walmart | $22.9 | 3.0% |
| 23 | Comcast | $22.6 | 14.9% |
| 24 | PetroChina | $22.3 | 5.6% |
| 25 | AT&T | $22.2 | 10.7% |
| 26 | UniCredit SpA | $21.3 | 23.8% |
| 27 | Alibaba Group Holding | $20.9 | 11.3% |
| 28 | Samsung Electronics | $20.6 | 10.6% |
| 29 | China Merchants Bank | $20.2 | 28.3% |
| 30 | Allianz | $20.1 | 13.2% |
| 31 | Wells Fargo & Co | $20.0 | 15.2% |
| 32 | Visa | $19.9 | 52.2% |
| 33 | Verizon Communications | $19.8 | 12.2% |
| 34 | Ping An Insurance | $19.7 | 14.6% |
| 35 | Holcim | $19.1 | 31.4% |
| 36 | BNP Paribas | $19.1 | 8.5% |
| 37 | Merck & Co | $19.0 | 25.7% |
| 38 | Broadcom | $18.9 | 19.0% |
| 39 | Eli Lilly and Co | $18.4 | 24.7% |
| 40 | UnitedHealth Group | $17.6 | 4.3% |
| 41 | Uber Technologies | $16.6 | 24.0% |
| 42 | Procter & Gamble | $16.5 | 18.2% |
| 43 | Novo Nordisk | $16.0 | 34.6% |
| 44 | Sanofi | $15.9 | 16.2% |
| 45 | Goldman Sachs Group | $15.8 | 11.1% |
| 46 | Banco Santander | $15.7 | 9.8% |
| 47 | Morgan Stanley | $15.6 | 12.1% |
| 48 | Shell | $14.6 | 5.2% |
| 49 | Home Depot | $14.6 | 9.0% |
| 50 | Deutsche Telekom | $14.5 | 8.1% |












