მსოფლიოს უდიდესი ენერგეტიკული კომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

მსოფლიოს უდიდესი ენერგეტიკული კომპანიების რეიტინგი - Forbes Global 2000

ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.

მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა $50.8 ტრილიონი, მოგებამ $.4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ $231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $74 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 611 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით ჩინეთი მოჰყვება.

რასაკვირველია, 2023 წლის Global 2000-ში შემავალ კომპანიებში, თანაც საკმაოდ მაღალ პოზიციებზე, საერთაშორისო ენერგოგიგანტებიც მოხვდნენ. ენერგეტიკული კომპანიებისთვის გასული წელი, 2022 წლის ივნისში ბარელზე ფასების მკვეთრი მატების შედეგად (ბარელზე $120-ზე მეტი) საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჯამში ნავთობისა და ბუნებრივი აირის 104-მა კომპანიამ, რომლებიც Global 2000-ში, სულ მცირე, ორი წელი მაინცაა, რაც ხვდებიან, თავისი კოლექტიური 12-თვიანი მოგება, $760 მილიარდამდე გააორმაგა.

ნავთობის ფასების ზრდა უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებულმა ომმა გამოიწვია, რის შედეგადაც, საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია Aramco მსოფლიოში ყველაზე მოგებიანი კომპანია გახდა და Forbes-ის Global 2000-ში მეორე ადგილი დაიკავა. Aramco მხოლოდ ამერიკულ საბანკო გიგანტ JPMorgan Chase-ს ჩამორჩება. მსოფლიოს ყველაზე მოგებიანმა კომპანიამ ნავთობისა და ნავთობქიმიკატების $590-მილიარდიანი გაყიდვებიდან, $156 მილიარდის მოგება მიიღო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, საუდის არაბეთის გიგანტის შემოსავალმა და მოგებამ, შესაბამისად, $400 მილიარდი და $105 მილიარდი შეადგინა.

Aramco-ს გარდა, მიმდინარე წლის რეიტინგში შვიდი პოზიციით დაწინაურდა ამერიკული გიგანტი ExxonMobil-ი (მე-8), მასთან ერთად კი რამდენიმე პოზიციით დაწინაურდნენ ასევე ამერიკული Chevron-ი (მე-18), ფრანგული TotalEnergies-ი (21-ე) და ბრიტანული ენერგოგიგანტები, Shell-ი (მე-11) და BP-ი (28-ე).

Bernstein Research-ის მკვლევრის, ოსვალდ კლინტის შეფასებით, 2020 წლის ინდუსტრიულ დეპრესიას გადარჩენილები კაპიტალის ეფექტიანობის მიმართ უფრო მეტი სიფრთხილით გამოირჩევიან. „ნაღდი ფულის პრიორიტეტების თანამიმდევრობა შეიცვალა“, წინა პლანზე დივიდენდების ზრდა გადმოვიდა. მაგალითად, Shell-მა აშშ-ის გაზიდან-დიზელზე, გაზიდან-ქიმიკატებზე, მცურავი LNG და სხვა პროექტები გააუქმა. ამერიკელი ნავთობმომპოვებლებისგან დიდი გამოხმაურება შარშანდელ ფასების ზრდას არ მოჰყოლია. აშშ-ის ნავთობის ყოველდღიური წარმოება შარშანდელთან შედარებით 5%-ით დაეცა და 12.2 მილიონი ბარელი შეადგინა.

 

მსოფლიოს უდიდესი ენერგეტიკული კომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000:

  1. Saudi Aramco – საუდის არაბეთი (Global 2000-ში მე-2)

შემოსავალი: $589.5 მილიარდი; მოგება: $156.4 მილიარდი;

აქტივები: $653.8 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: 2.05 ტრილიონი

 

  1. Exxon Mobil – ამერიკის შეერთებული შტატები (8)

შემოსავალი: $393 მილიარდი; მოგება: $61 მილიარდი;

აქტივები: $369 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $439 მილიარდი;

 

  1. Shell – გაერთიანებული სამეფო (11)

შემოსავალი: $365 მილიარდი; მოგება: $43.5 მილიარდი;

აქტივები: $429 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $205.5 მილიარდი;

 

  1. Chevron – ამერიკის შეერთებული შტატები (18)

შემოსავალი: $232 მილიარდი; მოგება: $35.8 მილიარდი;

აქტივები: $255.9 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $303.5 მილიარდი;

 

  1. PetroChina – ჩინეთი (19)

შემოსავალი: $457.4 მილიარდი; მოგება: $22 მილიარდი;

აქტივები: $384.6 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $122.9 მილიარდი;

 

  1. Totalenergies – საფრანგეთი (21)

შემოსავალი: $257.6 მილიარდი; მოგება: $21 მილიარდი;

აქტივები: $293 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $151.6 მილიარდი;

 

  1. BP – გაერთიანებული სამეფო (28)

შემოსავალი: $248 მილიარდი; მოგება: $25.9 მილიარდი;

აქტივები: $278.6 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $108 მილიარდი;

 

  1. Sinopec – ჩინეთი (32)

შემოსავალი: $453.6 მილიარდი; მოგება: $9.9 მილიარდი;

აქტივები: $283 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $114 მილიარდი;

 

  1. Reliance Industries – ინდოეთი (45)

შემოსავალი: $109.4 მილიარდი; მოგება: $8.3 მილიარდი;

აქტივები: $208.5 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $189 მილიარდი;

 

  1. Equinor – ნორვეგია (52)

შემოსავალი: 141.9 მილიარდი; მოგება: $28.9 მილიარდი;

აქტივები: $152.5 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $91.8 მილიარდი;