ამერიკულმა Forbes-მა 2023 წლის მსოფლიოს უდიდესი ორი ათასი კომპანიის რეიტინგი – Global 2000 გამოაქვეყნა. ყოველწლიურ რეიტინგში შემავალი კომპანიები ოთხ ძირითად კომპონენტზე დაყრდნობით ფასდება: შემოსავალი, მოგება, აქტივების რაოდენობა და საბაზრო კაპიტალიზაცია.
მიმდინარე წლის სიაში შესული კომპანიების კოლექტიურმა შემოსავალმა $50.8 ტრილიონი, მოგებამ $.4.4 ტრილიონი, აქტივების მოცულობამ $231 ტრილიონი, ხოლო საბაზრო ღირებულებამ $74 ტრილიონი შეადგინა. რეიტინგს 611 წარმომადგენლით ამერიკის შეერთებული შტატები ლიდერობს, რომელსაც მეორე ადგილზე, Global 2000-ის 346 კომპანიით ჩინეთი მოჰყვება. 2023 წლის რეიტინგს სათავეში ამერიკული საბანკო გიგანტი, JPMorgan-ი უდგას.
Forbes-ის Global 2000-ის 2023 წლის რეიტინგში მოხვდნენ წამყვანი მედიაკომპანიები, რომელთაგანაც პირველობა, $120-მილიარდიანი შემოსავლითა და $5.6 მილიარდის მოგებით, ამერიკულმა მედიაგიგანტმა Comcast-მა მოიპოვა. გლობალურ რეიტინგში Comcast-მა ორი ათას კომპანიას შორის 51-ე პოზიცია დაიკავა.
გამოწვევებით სავსე წლის მიუხედავად, უმსხვილეს მედიაკომპანიებში მეორე ადგილის შენარჩუნება მოახერხა Walt Disney-იმ. გასულ წელთან შედარებით, გლობალურ რეიტინგში Walt Disney შვიდი პოზიციით დაწინაურდა და მსოფლიოს 87-ე უდიდესი კომპანია გახდა. შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მედიაკომპანიამ CEO-ს თანამდებობიდან ბობ ჩაპეკი გაათავისუფლა და პოსტზე მისი წინამორბედი, რობერტ აიგერი დააბრუნა.
მიმდინარე წლის რეიტინგში Walt Disney-ისა და Comcast-ის კონკურენტებს შორის იყვნენ Netflix-ი (223), Warner Bros-ი Discovery (559), Fox-ი (718), Paramount-ი (856) და სხვები.
აღსანიშნავია, რომ უდიდეს მედიაკომპანიებს შორის Netflix-ი მხოლოდ მეოთხე ადგილს იკავებს, თუმცა პირველ ადგილზეა გამომწერთა (232.5 მილიონი) რაოდენობით. სტრიმინგგიგანტმა გასულ წელს უფრო იაფი, რეკლამით მხარდაჭერილი აბონემენტი გამოუშვა (ერთი თვის შემდგომ იგივე აბონემენტი გამოუშვა Disney+-მა), გასულ თვეში კი მომხმარებლებს შორის ანგარიშების გაზიარების კონტროლი დაიწყო. მაისში სიახლეები იყო Warner Bros-შიც, სიდიდით მეხუთე მედიაკომპანიამ ახალი სტრიმინგსერვისი Max-ი წარადგინა.
მსოფლიოს უდიდესი მედიაკომპანიების რეიტინგი – Forbes Global 2000:
- Comcast Corporation – ამერიკის შეერთებული შტატები (Global 2000-ში 51-ე)
შემოსავალი: $120.11 მილიარდი; მოგება: $5.66 მილიარდი;
აქტივები: $259.43 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $170.46 მილიარდი;
- Walt Disney Company – ამერიკის შეერთებული შტატები (87)
შემოსავალი: $84.07 მილიარდი; მოგება: $3.32 მილიარდი;
აქტივები: $202.12 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $183.63 მილიარდი;
- Charter Communications – ამერიკის შეერთებული შტატები (138)
შემოსავალი: $54.48 მილიარდი; მოგება: $4.87 მილიარდი;
აქტივები: $144.87 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $53.56 მილიარდი;
- Warner Bros. Discovery – ამერიკის შეერთებული შტატები (559)
შემოსავალი: $41.36 მილიარდი; მოგება: -$8.9 მილიარდი;
აქტივები: $130.58 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $31.32 მილიარდი;
- Publicis Groupe SA – საფრანგეთი (617)
შემოსავალი: $14.92 მილიარდი; მოგება: $1.28 მილიარდი;
აქტივები: $38.31 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $19.53 მილიარდი;
- Omnicom Group Inc – ამერიკის შეერთებული შტატები (708)
შემოსავალი: $14.32 მილიარდი; მოგება: $1.37 მილიარდი;
აქტივები: $25.24 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $17.91 მილიარდი;
- Fox – ამერიკის შეერთებული შტატები (718)
შემოსავალი: $14.29 მილიარდი; მოგება: $1.51 მილიარდი;
აქტივები: $23.13 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $17.09 მილიარდი;
- DISH Network – ამერიკის შეერთებული შტატები (722)
შემოსავალი: $16.68 მილიარდი; მოგება: $2.3 მილიარდი;
აქტივები: $53.74 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $3.78 მილიარდი;
- WPP Plc – გაერთიანებული სამეფო (762)
შემოსავალი: $17.77 მილიარდი; მოგება: $840.9 მილიონი;
აქტივები: $34.99 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $12.04 მილიარდი;
- Paramount – ამერიკის შეერთებული შტატები (856)
შემოსავალი: $30.09 მილიარდი; მოგება: -$447 მილიონი;
აქტივები: $56.56 მილიარდი; საბაზრო კაპიტალიზაცია: $10.98 მილიარდი;