2025 წელს გლობალური ვაჭრობის ლანდშაფტი მნიშვნელოვნად იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ აშშ ცდილობს გაზარდოს ეკონომიკური დამოუკიდებლობა და შიდა წარმოება, დანარჩენი მსოფლიო კიდევ უფრო მეტ ჩინური წარმოების საქონელს ყიდულობს. ჩინეთი აგრძელებს პოზიციების გამყარებას მსოფლიოს უდიდესი ექსპორტიორის სტატუსით, ამავე დროს აძლიერებს კავშირებს აფრიკასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და ევროპასთან.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, 30 უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნის რეიტინგში ჩინეთი ლიდერობს. 2024 წელს ქვეყნის ექსპორტმა $3.6 ტრილიონს გადააჭარბა, რაც წინა წელთან შედარებით 6%-იანი ზრდაა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მსოფლიოში გაგზავნილი ყველა ტვირთის 36%-ში ჩინური საქონელია.
2024 წელს $2.1 ტრილიონი დოლარის ექსპორტირებული საქონლით, აშშ მეორე ყველაზე მსხვილი ექსპორტიორია მსოფლიოში. 2025 წლის იანვარ-ივლისში, ამერიკული ექსპორტის დაახლოებით 30% კანადასა და მექსიკაზე მოდიოდა, რაც ჩრდილოეთ ამერიკის ეკონომიკური ბლოკის გაძლიერებაზე მიანიშნებს.
მესამე ადგილზე გერმანიაა – $1.7 ტრილიონი დოლარის ექსპორტით, თუმცა ქვეყანამ წლიურ ჭრილში 1%-იანი კლება დააფიქსირა. გერმანიას ნიდერლანდები მოსდევს, $921 მილიარდი დოლარის ექსპორტით.
2024 წელს ექსპორტში ყველაზე დიდი ზრდა ვიეტნამმა (+14%), ჰონგ-კონგმა (+12%) და საფრანგეთმა (+11%) დააფიქსირა. მათ შორის, ვიეტნამის ზრდა მნიშვნელოვნად განაპირობა ნავთობის, ყავისა და ბრინჯის ექსპორტის ბუმმა, რაც გაძლიერებულმა გლობალური მიწოდების ჯაჭვებმა და გაზრდილმა მოთხოვნამ გამოიწვია.
| რეიტინგი | ქვეყანა | ექსპორტი 2024 წელს (მლრდ.) | გლობალური წილი | წლიური ცვლილება |
|---|---|---|---|---|
| 1 | ჩინეთი | $3,577 | 14.6% | 6% |
| 2 | აშშ | $2,065 | 8.4% | 2% |
| 3 | გერმანია | $1,682 | 6.9% | -1% |
| 4 | ნიდერლანდები | $921 | 3.8% | -2% |
| 5 | იაპონია | $707 | 2.9% | -1% |
| 6 | სამხრეთი კორეა | $684 | 2.8% | 8% |
| 7 | იტალია | $674 | 2.8% | 0% |
| 8 | ჰონგ-კონგი | $646 | 2.6% | 12% |
| 9 | საფრანგეთი | $639 | 2.6% | 11% |
| 10 | მექსიკა | $617 | 2.5% | 4% |
| 11 | არაბთა გაერთ. საამიროები | $604 | 2.5% | 6% |
| 12 | კანადა | $569 | 2.3% | 0% |
| 13 | ბელგია | $536 | 2.2% | -6% |
| 14 | გაერთიანებული სამეფო | $513 | 2.1% | -2% |
| 15 | სინგაპური | $506 | 2.1% | 6% |
| 16 | ტაივანი | $474 | 1.9% | 10% |
| 17 | შვეიცარია | $447 | 1.8% | 6% |
| 18 | ინდოეთი | $443 | 1.8% | 3% |
| 19 | რუსეთი | $433 | 1.8% | 2% |
| 20 | ესპანეთი | $424 | 1.7% | 0% |
| 21 | ვიეტნამი | $405 | 1.7% | 14% |
| 22 | პოლონეთი | $380 | 1.6% | 0% |
| 23 | ავსტრალია | $341 | 1.4% | -8% |
| 24 | ბრაზილია | $337 | 1.4% | -1% |
| 25 | მალაიზია | $330 | 1.4% | 6% |
| 26 | საუდის არაბეთი | $305 | 1.2% | -5% |
| 27 | ტაილანდი | $301 | 1.2% | 5% |
| 28 | ინდონეზია | $265 | 1.1% | 2% |
| 29 | ჩეხეთი | $263 | 1.1% | 3% |
| 30 | თურქეთი | $262 | 1.1% | 2% |













