Visual Capitalist-მა, NordPass-ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული პაროლების სიას შემოგვთავაზა. როგორც კვლევამ აჩვენა, მილიონობით ადამიანი კვლავ ძალიან მარტივ და ჰაკერებისთვის ადვილად გამოსაცნობ პაროლებს იყენებს, რაც მათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის.
ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლები მარტივი ციფრული თანმიმდევრობებია. NordPass-ის მონაცემების მიხედვით, მათ შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს – „123456“, რომელიც მონაცემთა გაჟონვებიდან შეგროვებული 2.5-ტერაბაიტიანი ბაზიდან 3 მილიონზე მეტჯერ დაფიქსირდა.
გარდა ციფრებისა, მომხმარებლები ხშირად იყენებენ კლავიატურის მარტივ შაბლონებს, მაგალითად როგორიცაა „qwerty“, ან მარტივ სიტყვებს, მაგალითად – „password“, „secret“ ან „iloveyou“. ზოგს ამ სიტყვებში მხოლოდ მცირე ცვლილება შეაქვს – მაგალითად „password1“ ან „Password“, თუმცა ეს დიდ განსხვავებას არ იძლევა და მაინც ადვილად გამოსაცნობი რჩება.
როგორ შევქმნათ ძლიერი პაროლი? NordPass-ი გვირჩევს, რომ მინიმუმ 20 სიმბოლო გამოვიყენოთ; დიდი და პატარა ასოები, ციფრები და სპეციალური სიმბოლოები (@, #, $, % და სხვა) ერთმანეთს შევურიოთ; არასდროს გამოვიყენოთ ერთი და იგივე პაროლი სხვადასხვა პლატფორმისთვის; გამოვიყენოთ ბრაუზერის მიერ შემოთავაზებული ძლიერი პაროლები (მაგალითად, Google Chrome-ის ფუნქცია).
პოზიცია | პაროლი | გამოყენების სიხშირე |
---|---|---|
1 | 123456 | 3,018,050 |
2 | 123456789 | 1,625,135 |
3 | 12345678 | 884,740 |
4 | password | 692,151 |
5 | qwerty123 | 642,638 |
6 | qwerty1 | 583,630 |
7 | 111111 | 459,730 |
8 | 12345 | 395,573 |
9 | secret | 363,491 |
10 | 123123 | 351,576 |
11 | 1234567890 | 324,349 |
12 | 1234567 | 307,719 |
13 | 000000 | 250,043 |
14 | qwerty | 244,879 |
15 | abc123 | 217,230 |
16 | password1 | 211,932 |
17 | iloveyou | 197,880 |
18 | 11111111 | 195,237 |
19 | dragon | 144,670 |
20 | monkey | 139,150 |
21 | 123123123 | 119,004 |
22 | 123321 | 106,267 |
23 | qwertyuiop | 101,048 |
24 | 00000000 | 99,292 |
25 | Password | 95,515 |
მონაცემები აღებულია NordPass-იდან, რომელმაც ყველაზე ხშირად გამოყენებული პაროლები 2.5-ტერაბაიტიან ბაზაზე დაყრდნობით გააანალიზა. ბაზა მოიცავს იმ მონაცემებს, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში გაჟონვის შედეგად ინტერნეტში გავრცელდა.