მცირე ბიზნესის დიდი მხარდამჭერი – „ევროკრედიტი“ სტრატეგიულ განვითარებაში

მცირე ბიზნესის დიდი მხარდამჭერი – „ევროკრედიტი“ სტრატეგიულ განვითარებაში

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ევროკრედიტი“ ბიზნესის განვითარების ახალ ფაზაზე გადადის — კომპანიამ წარმატებით შეიძინა ბიზნესპორტფელი, რაც საბანკო და ფინანსურ ბაზარზე მის პოზიციებს კიდევ უფრო აძლიერებს.

ეს გადაწყვეტილება არა მხოლოდ წარმატებული კომერციული გარიგებაა, არამედ სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც სრულად შეესაბამება კომპანიის ხედვას — მეტი შესაძლებლობა ქართულ მეწარმეობას და ძლიერი მხარდაჭერა მცირე და საშუალო ბიზნესს.

„ჩვენმა კომპანიამ მიზნად დაისახა ბიზნესმოდელის დივერსიფიკაცია და ერთ-ერთი გეგმა მცირე და საშუალო ბიზნესსეგმენტში აქტიურობაა. ამიტომ განხორციელდა პორტფელის შესყიდვაც. ქართული ეკონომიკაც იხეირებს, როცა მეტი საფინანსო ინსტიტუტი ჩაერთვება ამ პროცესში, გაზრდილი კონკურენცია კი, ზოგადად, უკეთეს სერვისსა და ტარიფიკაციას ნიშნავს“, – გვიყვება ევროკრედიტის აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ნონიკაშვილი.

ნონიკაშვილის განმარტებით, მცირე და საშუალო მეწარმეები ქვეყანაში აწყდებიან ისეთ პრობლემებს, როგორიცაა შეზღუდული ფინანსური რესურსები, რთული პროცედურები ბიზნესსესხების გაცემისას და, ზოგადად, საბანკო სერვისების ნაკლებად ხელმისაწვდომობა  – ეს ყველაფერი საქართველოში ჯანსაღი ბიზნესგარემოს განვითარებას ხელს უშლის.

ამ კონტექსტში, „ევროკრედიტის“ მიერ ახალი ბიზნესპორტფელის შეძენა, რომელიც კომპანიამ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა, გაცილებით მეტია, ვიდრე ფინანსური ოპერაცია — ეს არის რეალური პასუხი იმ საჭიროებებზე, რაც რეგიონებში მცხოვრებ ასეულობით მეწარმეს დღესაც აქვს.

„წარმოიდგინეთ ახალგაზრდა კაცი გორის მახლობლად, რომელმაც მამისგან მიტოვებული ვაშლის ბაღი გადაიბარა. იდეა ჰქონდა, შრომის უნარიც, მაგრამ არ იცოდა, ვისთვის მიემართა პირველივე ინვესტიციისთვის. ვრჩებით ერთგული ჩვენი სლოგანის, – ბარიერების გარეშე, ნაკლები ბიუროკრატია, სწრაფი და მოხერხებული გადაწყვეტილებები“, — გვიყვება მიხეილ ნონიკაშვილი.

რა იცვლება ამ გარიგების შემდეგ?

წლების განმავლობაში „ევროკრედიტი“ ეტაპობრივად აფართოებდა საკუთარ მომსახურებებს, მაგრამ ახალი პორტფელი კომპანიას საშუალებას აძლევს მნიშვნელოვნად გაზარდოს SME-სეგმენტის დაფინანსება, მეტად მოქნილი და მათ საჭიროებებზე მორგებული სერვისებით.

ამ პარტნიორობით „ევროკრედიტი“ მომხმარებელს სთავაზობს:

  • სპეციალურად მორგებულ ფინანსურ პროდუქტებს მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის;
  • გაუმჯობესებულ და კონკურენტულ საპროცენტო პირობებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ეკონომიკურ რეალობაში;
  • მომსახურების ტექნოლოგიურ გაუმჯობესებას — სწრაფი ონლაინ-განაცხადები, მარტივი აპლიკაცია და პერსონალური მენეჯერის სისტემა;
  • გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას, რაც ხელს უწყობს როგორც მეწარმეების, ასევე კომპანიის სტაბილურ ზრდას.

„ინოვაცია ჩვენთვის მხოლოდ ლამაზად ჟღერადი სიტყვა არ არის — ყოველდღე ვმუშაობთ იმაზე, რომ მომსახურება იყოს ადამიანზე მორგებული და რაც შეიძლება მარტივი. ჩვენს კომპანიაში ამ სერვისებისა და ინოვაციების დახვეწაზე ყოველდღიურად ვმუშაობთ“, — ამბობს მიხეილ ნონიკაშვილი.

„ჩვენ არ ვართ მხოლოდ დამფინანსებლები – ვართ პარტნიორები. გვინდა, რომ საქართველოში ბიზნესის წამოწყება ნაკლებად მტკივნეული იყოს, და თუ ეს ნიშნავს, რომ გორის ვაშლის ბაღი ექსპორტზე გავა ან სენაკის მოცვი მაღაზიამდე მივა — სწორედ ეს არის ჩვენი წარმატება“, — ამბობენ კომპანიაში.

მიხეილ ნონიკაშვილი აღნიშნავს, რომ კომპანია იმ ფასეულობების  ერთგული რჩება, რაც დღემდე განსაზღვრავდა და განსაზღვრავს მის საქმიანობას: იყოს პასუხისმგებლობიანი დამკრედიტებელი, შესთავაზოს მომხმარებელს მასზე მორგებული სერვისი და ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელი შეუწყოს.

S