„მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში კრედო ბანკმა რუხის ციხის დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა

„მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში კრედო ბანკმა რუხის ციხის დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა

კრედო ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აგრძელებს აქტივობებს. პროექტის მიზანია მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება და დადებითი გავლენის შექმნა.

სწორედ ამ მიზნით შეიქმნა ,,მწვანე ანაბარი“, ინიციატივა, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, საკუთარი დანაზოგით არა მხოლოდ ფინანსური სარგებელი მიიღონ, არამედ ბუნებისთვის მნიშვნელოვან საქმეშიც შეიტანონ წვლილი.

მომხმარებლებთან ერთად, გარემოსდაცვით აქტივობაში, აქტიურად ჩაერთნენ პარტნიორი კომპანიები:

✔️ ალდაგი

✔️ ირაო

✔️ არდი

✔️ Lolu ჯგუფი

✔️ ქლინ სერვისი

✔️ Itera ჯგუფი

✔️ RS Line

✔️ ეკო ვუდი

✔️ Noventiq Georgia

პროექტის ფარგლებში დაფინანსდა რუხის ციხის დასუფთავების აქცია, რომელიც განხორციელდა გარემოსდაცვითი მოძრაობა ,,Let’s Do It საქართველო“-ს ჩართულობით.

,,მწვანე ანაბრის“ ფარგლებში უკვე წარმატებით განხორციელდა საბადურის, თეთრიწყაროს დათვების, უჯარმის ტყის და წყალტუბოს პარკის დასუფთავების აქციები.

კრედო ბანკი განაგრძობს პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ემსახურება გარემოს დაცვასა და საქართველოს რეკრეაციული ტერიტორიების გაჯანსაღებას.

S