„მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში კრედო ბანკმა წყალტუბოს პარკის დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა

„მწვანე ანაბრის“ პროექტის ფარგლებში კრედო ბანკმა წყალტუბოს პარკის დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა

კრედო ბანკი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კვლავ აქტიურად  აგრძელებს აქტივობებს. პროექტის მიზანია მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად  გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება.

„მწვანე ანაბარი“ სწორედ ამ მიზნის მხარდასაჭერად შეიქმნა. ეს ინიციატივა ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი დანაზოგით არა მხოლოდ მიიღონ ფინანსური სარგებელი, არამედ ბუნებისთვისაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთონ.

„მწვანე ანაბარი“ გაძლევთ საშუალებას:

  • საიმედოდ დააგროვოთ თქვენი დანაზოგი
  • მიიღოთ მაღალი სარგებელი
  • იზურონოთ გარემოზე

გარემოსდაცვით აქტივობაში, მომხმარებლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ პარტნიორი კომპანიები:
✔️ ალდაგი
✔️ ირაო
✔️ არდი
✔️ Lolu ჯგუფი
✔️ ქლინ სერვისი
✔️ Itera ჯგუფი
✔️ RS Line
✔️ ეკო ვუდი
✔️Noventiq Georgia

პროექტის ფარგლებში დაფინანსდა წყალტუბოს პარკის დასუფთავების აქცია, რომელიც განხორციელდა გარემოსდაცვითი მოძრაობა „Let’s Do It საქართველო“-ს ჩართულობით.

მანამდე „მწვანე ანაბრის“ ფარგლებში წარმატებით განხორციელდა საბადურის, თეთრიწყაროს დათვების და უჯარმის ტყის დასუფთავების აქციები.

კრედო ბანკი აგრძელებს პროექტებს, რომლებიც ემსახურება ბუნების დაცვასა და საქართველოს რეკრეაციული ტერიტორიების გაჯანსაღებას.

S