"მწვანე ანაბრის" პროექტის ფარგლებში, კრედო ბანკმა უჯარმის ტყის დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა

"მწვანე ანაბრის" პროექტის ფარგლებში, კრედო ბანკმა უჯარმის ტყის დასუფთავების ღონისძიება ჩაატარა

კრედო ბანკი გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კვლავ აქტიურად აგრძელებს აქტივობების ორგანიზებას.  პროექტის მიზანია მომხმარებლებთან და პარტნიორ კომპანიებთან ერთად  გარემოზე ზრუნვის კულტურის გაძლიერება და საქართველოს რეკრეაციული ტერიტორიების გაჯანსაღება.

“მწვანე ანაბარი” სწორედ ამ მიზნის მხარდასაჭერად შეიქმნა. ეს ინიციატივა ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი დანაზოგით არა მხოლოდ მიიღონ ფინანსური სარგებელი, არამედ ბუნებისთვისაც მნიშვნელოვანი საქმე გააკეთონ.

“მწვანე ანაბარი” გაძლევთ საშუალებას:

  • დააგროვოთ თქვენი დანაზოგი;
  • მიიღოთ მაღალი სარგებელი;
  • იზრუნოთ გარემოზე.

გარემოსდაცვით აქტივობაში, მომხმარებლებთან ერთად, აქტიურად ჩაერთნენ პარტნიორი კომპანიები:

✔️ ალდაგი
✔️ ირაო
✔️ არდი
✔️ Lolu ჯგუფი
✔️ ქლინ სერვისი
✔️ Itera ჯგუფი
✔️ RS Line
✔️ ეკო ვუდი
✔️ Noventiq Georgia

პროექტის ფარგლებში დაფინანსდა უჯარმის ტყის დასუფთავების აქცია, რომელიც განხორციელდა გარემოსდაცვითი მოძრაობა Let’s Do It საქართველოს ჩართულობით.

მანამდე “მწვანე ანაბრის” ფარგლებში წარმატებით განხორციელდა საბადურისა და თეთრიწყაროს დათვების ტყის დასუფთავების აქციები.

კრედო ბანკი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს ინიციატივებს, რათა წვლილი შეიტანოს მომავალი თაობებისთვის სუფთა და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.