ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის დონემ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

უკანასკნელი კვლევის თანახმად, 2023 წელს ნახშირორჟანგის გლობალურმა ემისიებმა ახალ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გამონაბოლქვის დონე აშშ-ის, ევროკავშირის და რამდენიმე განვითარებული ქვეყნის მიერ წიაღისეული საწვავის ემისიების შემცირებისდა მიუხედავად გაიზარდა.

Global Carbon Budget-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის ბოლოსთვის წიაღისეული საწვავის მოხმარების შედეგად, ნახშირორჟანგის გლობალური ემისიები 36.8 მილიარდ ტონას მიაღწევს. აღნიშნული მაჩვენებელი 1.1%-ით მაღალია 2022 წელს ნახშირორჟანგის ემისიების მოცულობაზე.

კვლევის თანახმად, გამონაბოლქვის დონე განვითარებად ქვეყნებში იზრდება. ევროკავშირმა 2023 წელს ნახშირორჟანგის ემისიები 7.4%-ით, აშშ-მა კი 3%-ით შეამცირა. სანაცვლოდ, ინდოეთში 2023 წელს წიაღისეული საწვავის მოხმარების შედეგად გამოყოფილი ემისიები 8.2%-ით გაიზარდა. ჩინეთში კი ზრდამ 4% შეადგინა.

Global Carbon Budget-ის მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში ემისიების ზრდის ტენდენცია მეტწილად პლატოს ტიპისაა. თუმცა, ექსპერტების მოსაზრებით, მსგავსი სტაბილიზაცია საკმარისი არაა და გლობალურად ტემპერატურის 1.5 გრადუსი ცელსიუსით მატება გარდაუვალია. Global Carbon Budget-ის პროგნოზით, ამჟამად 50%-იანი შანსი არსებობის იმისა, რომ ტემპერატურა გლობალურად 1.5 გრადუსი ცელსიუსით 7 წელიწადში მოიმატებს.

აღნიშნული ანგარიში Global Carbon Budget-მა კლიმატის სამიტ COP28-ზე წარადგინა.