NBA-ის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელი

NBA-ის 10 ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელი

Golden State Warriors-ის გამთამაშებელი სტეფ კარი NBA-ის ისტორიაში უკვე ჩაეწერა, როგორც კალათბურთელი, რომელსაც კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი 3-ქულიანი აქვს ჩაგდებული. კარი, რომელიც ახლა თავის მე-17 სეზონს ითვლის, ამ სეზონში გამომუშავებული $159.6 მილიონით (გადასახადების გამოკლებით) პირველად გახდა NBA-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელი.

რეალურად, Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელების რეიტინგის 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში, არავის გამოუმუშავებია იმ რაოდენობის თანხა, რამდენსაც წელს სტეფ კარი მიიღებს. მის მაჩვენებელთან მიახლოებული მხოლოდ Los Angeles Lakers-ის ფორვარდი ლებრონ ჯეიმსია, რომელმაც გასულ წელს, $128.7 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ჯეიმსი, რომელიც 2014-15 წლების სეზონიდან მოყოლებული NBA-ის მოთამაშეთა სიის სათავეში ზედიზედ 11 წლის განმავლობაში იმყოფებოდა, ახლა დაახლოებით $137.6 მილიონით მეორე ადგილზეა წარმოდგენილი. საინტერესოა, რომ Forbes-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელების წლევანდელ რეიტინგში შემოსავლებით $100-მილიონიან ნიშნულს მხოლოდ სამმა მოთამაშემ გადააჭარბა. ესენი არიან, შესაბამისად, სტეფ კარი და ლებრონ ჯეიმსი და Houston Rockets-ის კევინ დურანტი – $104.3 მილიონით.

ცნობისთვის, კარის მიერ მიღებული $159.6 მილიონიდან მოედანზე  გამომუშავებულმა თანხამ დაახლოებით $60 მილიონი შეადგინა. დარჩენილი $100 მილიონი კი, სხვადასხვა გარიგებიდან და ბიზნესსაქმიანობიდან მიღებულ შემოსავალს უკავშირდება.

Forbes-ის შეფასებით, ბიზნესსაქმიანობიდან ცხრანიშნა შემოსავალი, სხვადასხვა დროს, მხოლოდ ოთხ სხვა აქტიურ სპორტსმენს აქვს მიღებული, ესენი არიან: გოლფის მოთამაშე ტაიგერ ვუდსი (2009 წელს $105 მილიონი), ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (2020 წელს $100 მილიონი), MMA-ის მებრძოლი კონორ მაკგრეგორი (2021 წელს $158 მილიონი) და ბეისბოლის მოთამაშე შოჰეი ოტანი (ამ წელს $100 მილიონით).

საერთო ჯამში, NBA-ის ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი მოთამაშის კოლექტიური შემოსავალი (გადასახადებისა და აგენტების საფასურის გარეშე) $902 მილიონს შეადგენს, რაც 15%-ით მეტია გასული წლის რეკორდულ $787 მილიონთან შედარებით. ეს ჯამი მოიცავს მოედნის გარეთ მიღებულ $380 მილიონს, რაც ასევე აღემატება 2022-23 წლების სეზონის რეკორდულ $330 მილიონს.

ასევე ამ სეზონში ათი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე უშუალოდ მოედნიდან ჯამურად $522 მილიონს მიიღებს, რაც ორ-ნახევარჯერ მეტია, ვიდრე ათი წლის წინანდელი შედარებითი მაჩვენებელი, $210 მილიონი. 2025-26 წლების სეზონზე NBA-ის სახელფასო ლიმიტი $154.6 მილიონამდეა გაზრდილი, რაც გასული წლის $140.6 მილიონთან შედარებით 10%-ით მეტია.

NBA-ის ყველაზე მაღალშემოსავლიანი კალათბურთელების 2025 წლის რეიტინგი:

#1 სტეფ კარი – $159.6 მილიონი, Golden State Warriors

მოედანზე: 59.6 მილიონი. მოედნის მიღმა: $100 მილიონი.

#2 ლებრონ ჯეიმსი – $137.6 მილიონი, Los Angeles Lakers

მოედანზე: $52.6 მილიონი. მოედნის მიღმა: $85 მილიონი.

#3 კევინ დურანტი – $104.3 მილიონი, Houston Rockets

მოედანზე: $53.3 მილიონი. მოედნის მიღმა: $51 მილიონი.

#4 იანის ანტეტოკუნმპო – $99.1 მილიონი, Milwaukee Bucks

მოედანზე: $54.1 მილიონი. მოედნის მიღმა: $45 მილიონი.

#5 ჯეისონ ტატუმი – $79.1 მილიონი, Boston Celtics

მოედანზე: $54.1 მილიონი. მოედნის მიღმა: $25 მილიონი.

#6 ანტონი ედვარდსი – $65.6 მილიონი, Minnesota Timberwolves

მოედანზე: $45.6 მილიონი. მოედნის მიღმა: $20 მილიონი.

#7 ჯოელ ემბიდი – $65.2 მილიონი, Philadelphia 76ers

მოედანზე: $55.2 მილიონი. მოედნის მიღმა: $10 მილიონი.

#8 ჯიმი ბატლერი – $65.1 მილიონი, Golden State Warriors

მოედანზე: $54.1 მილიონი. მოედნის მიღმა: $11 მილიონი.

#9 შეი გილჯეს-ალექსანდერი – $63.3 მილიონი, Oklahoma City Thunder

მოედანზე: $38.3 მილიონი. მოედნის მიღმა: $25 მილიონი.

#10 ნიკოლა იოკიჩი – $63.2 მილიონი, Denver Nuggets

მოედანზე: $55.2 მილიონი. მოედნის მიღმა: $8 მილიონი.