Netflix-ის ტოპ-10 სერიალი ნახვების რაოდენობის მიხედვით

Netflix-ის ტოპ-10 სერიალი ნახვების რაოდენობის მიხედვით

190-ზე მეტი ქვეყნიდან 300 მილიონზე მეტი ფასიანი გამომწერით, Netflix-ი მსოფლიოში უდიდესი სტრიმინგ-პლატფორმაა. Visual Capitalist-მა Netflix-ის 10 ყველაზე პოპულარული სერიალის სია შემოგვთავაზა, რომელთა შესადგენად გამოსვლიდან პირველი 91 დღის განმავლობაში გლობალური ნახვების მონაცემებია გამოყენებული.

ჩამონათვალში პირველ ადგილს სამხრეთკორეული Squid Game-ი იკავებს, რომელსაც გამოსვლიდან პირველი 91 დღის განმავლობაში 265 მილიონზე მეტ ნახვა აქვს მოგროვებული. აღსანიშნავია, რომ ათეულში სულ სამი არაინგლისურენოვანი სერიალია.

გასათვალისწინებელია, რომ Squid Game-ის პირველი სეზონის პრემიერა 2021 წლის სექტემბერში შედგა, COVID-19-ის ლოკდაუნის დროს. ამ პერიოდში მედიასა და, კერძოდ, სტრიმინგ-პლატფორმებზე მოთხოვნა მკვეთრად იყო გაზრდილი. თუმცა ძალიან პოპულარული იყო Squid Game-ის მეორე სეზონიც, რომელმაც პირველი 91 დღის განმავლობაში 190 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა. ეს Netflix-ის ტოპ-10-ში მესამე ადგილის დასაკავებლად საკმარისი აღმოჩნდა.

Squid Game-ის ორ სეზონთან ერთად, სიაში შესული კიდევ ერთი არაინგლისურენოვანი სერიალია Money Heist, რომელიც ესპანურად არის გადაღებული. Money Heist-ის მეოთხე სეზონს პირველი 91 დღის განმავლობაში 106 მილიონი ნახვა აქვს და, შედეგად, Bridgerton-ის მესამე სეზონთან ერთად, ჩამონათვალში მეცხრე/მეათე ადგილს იკავებს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო კონტენტზე მოთხოვნა იზრდება, როგორც ხედავთ, Netflix-ის ტოპ-10-ში ინგლისურენოვანი სერიალები კვლავ დომინირებს.

Netflix-ის ტოპ-10 სერიალი ნახვების რაოდენობით:
ადგილისერიალინახვები (პირველ 91 დღეში)ენა
1Squid Game (სეზონი 1)265.2 მილიონიკორეული
2Wednesday (სეზონი 1)252.1 მილიონიინგლისური
3Squid Game (სეზონი 2)192.1 მილიონიკორეული
4Stranger Things (სეზონი 4)140.7 მილიონიინგლისური
5Adolescence*134.0 მილიონიინგლისური
6DAHMER115.6 მილიონიინგლისური
7Bridgerton (სეზონი 1)113.3 მილიონიინგლისური
8The Queen’s Gambit112.8 მილიონიინგლისური
9Bridgerton (სეზონი 3)106.0 მილიონიინგლისური
10Money Heist (სეზონი 4)106.0 მილიონიესპანური

* Adolescence-ის პრემიერა 2025 წლის მარტში შედგა და ის ტოპ-10-ში უახლესი სერიალია. მან სულ რაღაც 60 დღეში 134 მილიონი ნახვა დააგროვა.