NexQloud ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ბაზარზე რევოლუციას დეცენტრალიზებული პლატფორმით მოახდენს

NexQloud ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ბაზარზე რევოლუციას დეცენტრალიზებული პლატფორმით მოახდენს

ფოტო: NexQloud Technologies

გლობალური ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ბაზარი მნიშვნელოვნად იზრდება, პროგნოზების თანახმად, ის 2027 წლისთვის დაახლოებით 1 ტრილიონ დოლარს მიაღწევს. ეს ზრდა გამოწვეულია სხვადასხვა ინდუსტრიაში ღრუბლოვანი სერვისების დანერგვით, რადგან კომპანიები უპირატესობას ანიჭებენ ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მასშტაბურობას, ხარჯთ-ეფექტიანობასა და მოქნილობას. ბოლო სტატისტიკით, მსოფლიოს წამყვანი კომპანიების 94% უკვე იყენებს ღრუბლოვან ტექნოლოგიებს თავიანთ ოპერაციებში, რაც ადასტურებს ამ ინოვაციური ტექნოლოგიის ფართო აღიარებას.

ინდუსტრიის ზრდის ფონზე, მცირე სტარტაპი მზად არის კონკურენცია გაუწიოს ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მოწინავე კომპანიებს. NexQloud Technologies, Inc.-ის გენერალური დირექტორი, მაურო ტერინონი ხელმძღვანელობს, ის მუშაობს დეცენტრალიზებულ ღრუბლოვან პლატფორმაზე, რომელმაც შესაძლოა სრულიად შეცვალოს, ბიზნესებისა და ინდივიდების ღრუბლოვან ტექნოლოგიებთან ურთიერთობა.

დეცენტრალიზებული ღრუბელი: პარადიგმების ცვლა

NexQloud-ის დეცენტრალიზებული ღრუბლოვანი პლატფორმა მნიშვნელოვნად განსხვავდება ტრადიციული, ცენტრალიზებული მოდელისგან, რომელიც ინდუსტრიაში ათწლეულების განმავლობაში დომინირებდა. NexQloud-ის მიზანია შექმნას უფრო ეფექტური, უსაფრთხო და მდგრადი ღრუბლოვანი ეკოსისტემა, რაც მსოფლიოს მასშტაბით, უმოქმედო მოწყობილობების რესურსის გამოყენებით მოხდება.

„ჩვენ ვცვლით ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურას,“ ამბობს ტერინონი. „ჩვენი მიზანია, რომ ინდივიდებმა და ბიზნესებმა არა მხოლოდ ისარგებლონ ღრუბლოვანი სერვისებით, არამედ შეეძლოთ მისი განვითარების და ზრდის პროცესში აქტიური მონაწილეობის მიღება.“

ამ ცვლილების შედეგები შორსმიმავალია. NexQloud-ს შეუძლია შემოგვთავაზოს უფრო სწრაფი და საიმედო სერვისები ტრადიციულ ღრუბლოვან პროვაიდერებზე გაცილებით ნაკლებ ფასად, რაც კომპიუტერული რესურსების ფართო ქსელზე გადანაწილებით მიიღწევა. ეს შეიძლება აღმოჩნდეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი სტარტაპებისა და მცირე ბიზნესებისთვის, რადგან მათ მიერ გამოყენებადი, ტრადიციული ღრუბლოვანი IT სერვისები, ბიუჯეტის 50%-დან 80%-ს წარმოადგენს. NexQloud-ის მიზანია ეს ოპერაციული ხარჯები 30%-მდე შეამციროს და შეინარჩუნოს უსაფრთხოებისა და ხელმისაწვდომობის უმაღლესი სტანდარტები.

ბლოკჩეინისა და ხელოვნური ინტელექტის ძალა

NexQloud-ის პლატფორმის ბირთვში მდებარეობს ბლოკჩეინის პირველი დონისა და ხელოვნური ინტელექტის შერწყმა. ბლოკჩეინი უზრუნველყოფს გადახდის ტრანზაქციების შეუფერხებლად წარმართვას ტექნიკის მომწოდებლებსა და საწარმოთა მომხმარებლებს შორის, ხოლო AI ალგორითმები აკონტროლებენ გამოყენების ფორმებს და რესურსების განაწილებას, რეალურ დროში დინამიკურად ოპტიმიზაციას ახდენენ სიმძლავრის მოთხოვნის შესაბამისად.

„ჩვენ უბრალოდ ღრუბლოვანი პლატფორმის აშენებას არ ვაპირებთ,“ – ამბობს ტერინონი. „ჩვენ ვქმნით ინტელიგენტურ, თვითგანვითარებად ეკოსისტემას, რომელიც ერგება მომხმარებლების საჭიროებებს.“ ეს მომავლის ხედვით შთაგონებული მიდგომა, როგორც ინდუსტრიის ექსპერტების, ასევე ინვესტორების ყურადღებას იქცევს. “დღევანდელი მონაცემებით, აპარატურის მომწოდებლებმა ჩვენს Reg CF შეთავაზებაში $500,000-ზე მეტი ინვესტიცია ჩადეს და განათავსეს 400-ზე მეტი NanoServers-ი, რათა გაეძლიერებინათ ჩვენი ქსელი.“ – ამბობს ტერინონი. “ყოველდღიურად ახალი ადამიანების  გაწევრიანებით, ჩვენ მოტივაციასთან ერთად ეპოქალურად ვიზრდებით.”

ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მომავალი

ამჟამინდელი პროგნოზებით, მსოფლიო ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ბაზარი 2030 წლისთვის $1.2 ტრილიონს მიაღწევს, 2023-2030 წლებში ყოველწლიური საშუალო ზრდის მაჩვენებელი 19.9% იქნება.  ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ბაზრის ზრდის ფონზე, NexQloud იდეალურია იმისთვის, რომ ეფექტური და ეკონომიკურად სწორი გადაწყვეტილებები შესთავაზოს მომხმარებლებს.

„ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მომავალი დეცენტრალიზებულია,“ – ამბობს ტერინონი. „2030 წლისთვის მრავალი კომპანია დამოკიდებული იქნება მათი ტექნოლოგიებისთვის საჭირო, გლობალური ქსელის მიერ წარმოებულ მოწყობილობებზე, მნიშვნელოვნად დაბალი ბიუჯეტით. მონაცემთა ცენტრები სათადარიგოდ იმუშავებენ იმ შემთხვევაში, თუ დამატებითი სიმძლავრე იქნება საჭირო. AI ამ პროცესს ეფექტურად მართავს, რაც ამცირებს როგორც ოპერაციულ ხარჯებს, ასევე ნახშირორჟანგის ემისიებს.”

ტერინონის ხედვა გამოწვევებით სავსეა. რეგულატორული ბარიერები, ტექნოლოგიური შეზღუდვები და კონკურენტების მიერ შექმნილი დაბრკოლებები NexQloud-ის წარმატების გზას აბრკოლებენ. თუმცა, ტერინონი და მისი გუნდი თავდაჯერებულად ხვდებიან ამ გამოწვევებს.

„ჩვენ გვესმის, რომ რასაც ვაკეთებთ, მაღალკონკურენტულია და ბევრი დაბრკოლებები გვექნება,“ აღიარებს ის. „მაგრამ ასევე ვიცით, რომ გვაქვს პოტენციალი შევცვალოთ მსოფლიოს დამოკიდებულება ღრუბლოვანი ტექნოლოგიების მიმართ და ეს არის გამოწვევა, რომლისთვისაც მზად ვართ.“

NexQloud-ის გუნდი ამ წლის ბოლოს ოფიციალური გაშვებისთვის ემზადება და ტექნოლოგიური სამყაროს ყურადღება მათკენაა მიმართული. შეძლებენ თუ არა ამ დაპირებების შესრულებას? ერთი რამ ცხადია: ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ინდუსტრია არასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო.

S