Nvidia პირველი $4-ტრილიონიანი კომპანია გახდა

Nvidia პირველი $4-ტრილიონიანი კომპანია გახდა

ხელოვნური ინტელექტის ჩიპების მწარმოებელი Nvidia ისტორიაში პირველი კომპანიაა, რომლის ღირებულებამ 4 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

დღეს ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 2.8%-ით გაიზარდა და ახალ რეკორდულ ნიშნულს, 164.42 დოლარს მიაღწია. შედეგად, Nvidia-ს საბაზრო კაპიტალიზაცია 4.01 ტრილიონ დოლარამდე გაიზარდა. ამ დროისთვის ის $3.97 ტრილიონს შეადგენს.

საბაზრო კაპიტალიზაციით მეორე ადგილს Microsoft-ი იკავებს, რომლის ღირებულებაც $3.73 ტრილიონს უტოლდება. მესამე პოზიციაზე კი Apple-ია, $3.1 ტრილიონით.

ცნობისთვის, Nvidia-ს აქციების ფასი ბოლო ათწლეულის განმავლობაში თითქმის 35,000%-ით გაიზარდა, რითაც მან S&P 500-ის დაახლოებით 260%-იან ზრდას მნიშვნელოვნად გადაასწრო (რეინვესტირებული დივიდენდების ჩათვლით). ეს ნიშნავს, რომ 2015 წლის ივლისში Nvidia-ში განხორციელებული 1,000 აშშ დოლარის ინვესტიცია ახლა 350,000 აშშ დოლარის ღირებულების იქნებოდა.