ფოტო: Getty Images
Nvidia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ჯენსენ ჰუანგმა ლექს ფრიდმანის პოდკასტში განაცხადა, რომ მისი აზრით, ხელოვნური ზოგადი ინტელექტი (Artificial General Intelligence) უკვე მიღწეულია.
როდესაც Nvidia-ს CEO-ს ჰკითხეს, თუ რა დრო დასჭირდებოდა აქამდე მისვლას, ჰუანგმა შემდეგნაირად უპასუხა: „ვფიქრობ, ეს უკვე მოხდა. ვფიქრობ, AGI მიღწეულია“. აღსანიშნავია, რომ მისი კომენტარი მთლიანად AI-ინდუსტრიას ეხებოდა და არა კონკრეტულად Nvidia-ს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებულ კომპანიად იქცა.
ფრიდმანის კითხვაზე, შეძლებს თუ არა AGI კომპანიის მართვას, ჰუანგმა უპასუხა, რომ ეს „შესაძლებელია“ და მაგალითად მოიყვანა OpenClaw, ღია კოდის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლის ნაცვლად ავტონომიურად მოქმედებს. ცნობისთვის, მის შეძენას ამჟამად OpenAI განიხილავს.
თუმცა Nvidia-ს CEO-მ ისიც დასძინა, რომ მსგავსი სისტემები ხშირად დროებითია: „ბევრი ადამიანი იყენებს რამდენიმე თვის განმავლობაში და შემდეგ ინტერესი ქრება“, — აღნიშნა მან. მისივე თქმით, AI-აგენტების მიერ ისეთი კომპანიის შექმნის შანსი, როგორიც Nvidia-ა, „0%-ია“.











