OpenAI-ი Google-ის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შეძენას გეგმავს - The Information

OpenAI-ი Google-ის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შეძენას გეგმავს - The Information

ფოტო: Getty Images

 

The Information-ი საკითხთან დაკავშირებულ პირზე დაყრდნობით გამოცემა იუწყება, რომ OpenAI-ი Google-ის ხელოვნური ინტელექტის ჩიპების შეძენას გეგმავს.

ეს გეგმა კიდევ უფრო გააღრმავებს კავშირებს OpenAI-სა და Google-ს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ისინი კონკურენტები არიან როგორც AI-პროდუქტების, ისე საძიებო სისტემების სფეროში, კომპანიებს შორის სულ უფრო ხშირად ფორმდება კომერციული გარიგებები. გასულ კვირას OpenAI-მ განაცხადა, რომ თავის მოწინავე AI–მოდელებს Google Cloud-ის პლატფორმის მეშვეობით გახდის.ხელმისაწვდომს.

გავრცელებულ ინფორმაციაში ფინანსური პირობები ან სხვა დეტალები არ სახელდება.

OpenAI უკვე არის Nvidia-ს გრაფიკული პროცესორების (GPU) ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელი. მათ კომპანია AI-მოდელების გაწვრთნისა და დანერგვისთვის იყენებს. Reuters-ის ცნობით, ChatGPT-ის შემქმნელმა კომპანიამ Google-ის AI-ჩიპების იჯარით აღება ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო.

Google-ის Tensor Processing Units–ი (TPU) სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს როგორც Nvidia-ს ბაზარზე დომინანტური AI-ჩიპების ალტერნატივა, რადგან კომპანიები უფრო იაფი ვარიანტების მოძიებას ცდილობენ. წელს Google-მა გარკვეული მომხმარებლებისთვის TPU-ების პირდაპირიმიყიდვაც დაიწყო.

Google-ის TPU-ებზე მოთხოვნა გაზარდა ისეთ მომხმარებლებთან გაფორმებულმა გარიგებებმა, როგორიცაა, მაგალითად, კონკურენტი კომპანია Anthropic-ი.

შეგახსენებთ, რომ ივნისში OpenAI-მ თავისი პირველი AI-ჩიპი წარადგინა, რომელიც Broadcom-თან თანამშრომლობით შეიქმნა. კომპანიის განცხადებით, აღნიშნული პროცესორის დანერგვა მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.