საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში France Football-ის მიერ გამართულ ყოველწლიურ ღონისძიებაზე „ოქროს ბურთი“ „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელს, უსმან დემბელეს გადაეცა. აღსანიშნავია, რომ ფრანგმა შემტევმა ეს ჯილდო კარიერაში პირველად მოიგო. ისიც უნდა ითქვას, რომ დემბელე აქამდე „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის არასდროს დასახელებულა.
ქალთა შორის „ოქროს ბურთი“, ზედიზედ მესამედ, „ბარსელონასა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, აიტანა ბონმატიმ მოიგო.
აღსანიშნავია, რომ 2024/25 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ ნომინანტებს შორის ქართველი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც დასახელდა. „პარი სენ-ჟერმენის“ გარემარბმა რეიტინგში მე-12 ადგილი დაიკავა. 24 წლის ფეხბურთელი „ოქროს ბურთის“ ნომინანტი კარიერაში უკვე მეორედ გახდა. ის ჯილდოზე პირველად 2023 წელს წარადგინეს, როდესაც 30 ფეხბურთელს შორის მე-17 ადგილი დაიკავა.
2024/25 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ რეიტინგი ასე გამოიყურება:
უსმან დემბელე (პსჟ, საფრანგეთი)
ლამინ იამალი (ბარსელონა, ესპანეთი)
ვიტინია (პსჟ, პორტუგალია)
მოჰამედ სალაჰი (ლივერპული, ეგვიპტე)
რაფინია (ბარსელონა, ბრაზილია)
აშრაფ ჰაკიმი (პსჟ, მაროკო)
კილიან მბაპე (რეალი, საფრანგეთი)
კოულ პალმერი (ჩელსი, ინგლისი)
ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/მანჩესტერ სიტი, იტალია)
ნუნუ მენდეში (პსჟ, პორტუგალია)
პედრი (ბარსელონა, ესპანეთი)
ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი/პსჟ, საქართველო)
ჰარი კეინი (ბაიერნი, ინგლისი)
დეზირე დუე (პსჟ, საფრანგეთი)
ვიკტორ გიოკერეში (სპორტინგი/არსენალი, შვედეთი)
ვინისიუსი (რეალი, ბრაზილია)
რობერტ ლევანდოვსკი (ბარსელონა, პოლონეთი)
სკოტ მაკტომინეი (ნაპოლი, შოტლანდია)
ჟოაო ნევეში (პსჟ, პორტუგლია)
ლაუტარო მარტინესი (ინტერი, არგენტინა)
სერჰუ გირასი (დორტმუნდი, გვინეა)
ალექსის მაკ ალისტერი (ლივერპული, არგენტინა)
ჯუდ ბელინგემი (რეალი, ინგლისი)
ფაბიან რუისი (პსჟ, ესპანეთი)
დენზელ დუმფრისი (ინტერი, ნიდერლანები)
ერლინგ ჰაალანდი (მანჩესტერ სიტი, ნორვეგია)
დეკლან რაისი (არსენალი, ინგლისი)
ვირჯილ ვან დეიკი (ლივერპული, ნიდერლანდები)
ფლორიან ვირტცი (ლევერკუზენი/ლივერპული, გერმანია)
მაიკლ ოლისე (ბაიერნი, საფრანგეთი)