ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ოქროს ფასმა ახალ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

ოქროს ფასმა რეკორდულ მაჩვენებელს მარტის თვეში უკვე მეხუთედ მიაღწია. ძვირფასი ლითონის ღირებულების კიდევ უფრო ზრდა მას შედეგ დაიწყო, რაც აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას აქტიურად გააგრძელებს, მაღალი ინფლაციის მიუხედავად.

უნცია ოქროს ფასმა, ცოტა ხნის წინ, ყველა დროის მაქსიმუმს, $2,222.39-ს მიაღწია. აშშ-ის ოქროს ფიუჩერსები 2.4%-ით, $2,212.40-მდე გაიზარდა.

ექსპერტების მოლოდინით, ძვირფასი ლითონის ფასი შესაძლოა, 2024 წლის მეორე ნახევარში კიდევ უფრო გაიზარდოს და უნციაზე 2,300 აშშ დოლარამდეც მიაღწიოს, თუკი ფედერალური რეზერვი საპროცენტო განაკვეთის შემცირების პოლიტიკას გააგრძელებს.

აღსანიშნავია, რომ პარალელურად 0.4%-ით შემცირდა ვერცხლის ღირებულება და უნციაზე 25.51 აშშ დოლარამდე შეადგინა. პლატინის ფასი 0.6%-ით გაიზარდა და 912.10 აშშ დოლარს მიაღწია, პალადიუმი კი 0.9%-ით გაიაფდა, 1,012.22 აშშ დოლარამდე.