ოქტომბერში თბილისში ბინების ფასი წლიურად 17%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

ოქტომბერში თბილისში ბინების ფასი წლიურად 17%-ით გაიზარდა - თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები 14%-ით შემცირდა. საერთო ჯამში, გასულ თვეში დედაქალაქში 3,377 ბინა გაიყიდა.

აღნიშნულ პერიოდში საცხოვრებელი უძრავი ქონების საშუალო გასაყიდმა ფასმა კვადრატულ მეტრზე 1,176 აშშ დოლარი შეადგინა, რაც ერთი წლის ჭრილში 17%-იან ზრდას გულისხმობს.

რაც შეეხება გასაქირავებელ ფასს, ამ შემთხვევაში ოქტომბერში კვადრატული მეტრის ღირებულებამ 12.3 აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

თიბისი კაპიტალის ინფორმაციით, გასულ თვეში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მოცულობა 229 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა. ეს, ამავე წლის სექტემბერთან შედარებით, 2%-იან ზრდაზე მიანიშნებს.