ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა

ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8% შეადგინა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ფასების შემდეგ ჯგუფებში ცვლილებამ მოახდინა გავლენა: ტრანსპორტის შემთხვევაში ფასები გაზიარდა 3.6%-ით; 3.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის ჯგუფში; ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს შემთხვევაში კი ფასების ზრდამ 1.3% შეადგინა.

წლიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ფასების შემდეგ ჯგუფებში ცვლილებამ მოახდინა გავლენა: სხვადასხვა საქონელი და მომსახურება – წლიურ ჭრილში ფასების 9.8%-იანი ზრდა აღინიშნა; ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს შემთხვევაში ფასები 6.6%-ით გაიზარდა; საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი – ამ ჯგუფში ფასების ზრდამ 4.2% შეადგინა; ტრანსპორტის შემთხვევაში მატება 1.2%-ს უტოლდება, ამის პარალელურად, ფასების 1.2%-იანი კლება დაფიქსირდა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში.