სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ — 0.6%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.2% შეადგინა.
სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით ამგვარია:

როგორც ხედავთ, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ტანსაცმელი და ფეხსაცმელი გაძვირდა (8.2%). უფრო კონკრეტულად, ფეხსაცმლის ფასი 16.9%-ით გაიზარდა, ტანსაცმლის ფასი კი – 4%-ით. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ყველაზე მეტად შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (3.2%), თევზეული (2.9%), პური და პურპროდუქტები (2.5%) გაძვირდა.
წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად სურსათი და უალკოჰოლო სასმელები გაძვირდა – უფრო კონკრეტულად, ხილისა და ყურძნის ფასი 21%-ით გაიზარდა, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის – 19.4%-ით, შაქრის, ჯემისა და სხვა ტკბილეულის – 17.2%-ით, თევზეულის – 16.9%-ით, ზეთისა და ცხიმის – 13.9%-ით, პურისა და პურპროდუქტების – 12.4%-ით. გარდა ამისა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 10.4%-ით გაძვირდა, ყავა, ჩაი და კაკაო 10.2%-ით, რძე, ყველი და კვერცხი 8.1%-ით, ხორცი და ხორცის პროდუქტები კი 4.9%-ით.











