Oscars-ის 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია

Oscars-ის 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია

კინოინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს, Oscars-ის 2025 წლის გამარჯვებულები ცნობილია. რიგით 97-ე დაჯილდოების ცერემონია ჰოლივუდში მდებარე „დოლბის“ თეატრში გაიმართა. ღონისძიება პირდაპირ ეთერში ABC-ისა და Hulu-ს საშუალებით გადაიცა.

წელს დაჯილდოების ცერემონიაზე დომინაცია ფილმმა Anora მოიპოვა, რომელმაც „ოსკარი“ ხუთ სხვადასხვა კატეგორიაში მიიღო, მათ შორის საუკეთესო ფილმის. აღსანიშნავია, რომ Anora-ში შესრულებული როლისთვის საუკეთესო მსახიობი ქალის პრიზი მაიკი მედისონმა დაიმსახურა.

რაც შეეხება საუკეთესო მსახიობ კაცს, ამ კატეგორიაში ფილმ The Brutalist-ში შესრულებული მთავარი როლისთვის ედრიენ ბროუდმა გაიმარჯვა. ბროუდი კინოაკადემიის სცენაზე 22 წლის შემდეგ დაბრუნდა. შეგახსენებთ, მან „ოსკარი“ 2003 წელს, ასევე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში, The Pianist-ში შესრულებული როლისთვის მიიღო.

წარმოგიდგენთ კინოაკადემიის ჯილდოს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს:
საუკეთესო ფილმი

Anora (გამარჯვებული)

The Brutalist

A Complete Unknown

Conclave

Dune: Part Two

Emilia Pérez

I’m Still Here

Nickel Boys

The Substance

Wicked

საუკეთესო რეჟისორი

შონ ბეიკერი, Anora (გამარჯვებული)

ბრედი კორბეტი, The Brutalist

ჯეიმს მენგოლდი, A Complete Unknown

ჟაკ ოდიარი, Emilia Pérez

კორალი ფარჟა, The Substance

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი

სინთია ერივო, Wicked

კარლა სოფია გასკონი, Emilia Pérez

მაიკი მედისონი, Anora (გამარჯვებული)

დემი მური, The Substance

ფერნანდა ტორესი, I’m Still Here

მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი

ედრიენ ბროუდი, The Brutalist (გამარჯვებული)

ტიმოთი შალამე, A Complete Unknown

კოლმენ დომინგო, Sing Sing

რეიფ ფაინზი, Conclave

სებასტიან სტანი, The Apprentice

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალი

მონიკა ბარბარო, A Complete Unkown

არიანა გრანდე, Wicked

ფელისიტი ჯოუნსი, The Brutalist

იზაბელა როსელინი, Conclave

ზოი სალდანა, Emilia Pérez (გამარჯვებული)

მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი კაცი

იურა ბორისოვი, Anora

კირან კალკინი, A Real Pain (გამარჯვებული)

ედვარდ ნორტონი, A Complete Unknown

გაი პირსი, The Brutalist

ჯერემი სტრონგი, The Apprentice

საუკეთესო ორიგინალური სცენარი

Anora

The Brutalist (გამარჯვებული)

A Real Pain

September 5

The Substance

საუკეთესო ადაპტირებული სცენარი

A Complete Unknown

Conclave (გამარჯვებული)

Emilia Pérez

Nickel Boys

Sing Sing

საუკეთესო ანიმაციური ფილმი

Flow (გამარჯვებული)

Inside Out 2

Memoir of a Snail

Wallace & Gromit: Vengeance Most Fowl

The Wild Robot

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი

Black Box Diaries

No Other Land (გამარჯვებული)

Porcelain War

Soundtrack to a Coup D’Etat

Sugarcane

საუკეთესო საერთაშორისო ფილმი

I’m Still Here, ბრაზილია (გამარჯვებული)

The Girl with the Needle, დანია

Emilia Pérez, საფრანგეთი

The Seed of the Sacred Fig, გერმანია

Flow, ლატვია

საუკეთესო ორიგინალური სიმღერა ფილმისთვის

El Mal (Emilia Pérez) (გამარჯვებული)

The Journey (The Six Triple Eight)

Like A Bird (Sing Sing)

Mi Camino (Emilia Pérez)

Never Too Late (ელტონ ჯონი: Never Too Late)