ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ოზი ოსბორნი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

ლეგენდარული როკმუსიკოსი, Black Sabbath-ის დამფუძნებელი წევრი, ოზი ოსბორნი, 76 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მისმა ოჯახის წევრებმა გაავრცელეს.

ოსბორნის ოჯახმა განაცხადა, რომ როკვარსკვლავი სამშაბათს დილით გარდაიცვალა და დასძინა, რომ „ის ოჯახთან ერთად იყო, სიყვარულით გარემოცული“.

ოჯახს, აღნიშნულ ცნობასთან ერთად, მომღერლის გარდაცვალების მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა ოზი ოსბორნმა ადრე თავადვე განაცხადა, რომ 2020 წელს პარკინსონის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

შეგახსენებთ, ოსბორნმა Black Sabbath-ის თავდაპირველ წევრებთან ერთად ბოლო კონცერტი 5 ივლისს, ინგლისის ქალაქ ბირმინგემში გამართა. მან მსმენელის წინაშე სცენიდან აწეულ შავ ტახტზე მჯდომარემ იმღერა.