პარლამენტმა „რუსულ კანონს“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

პარლამენტმა „რუსულ კანონს“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „რუსული კანონის“ განხილვა და კენჭისყრა გაიმართა. მმართველმა პარტიამ 83 ხმით 0-ის წინააღმდეგ, კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონპროექტის განხილვამ ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე ჩაიარა. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტთან საპროტესტო აქცია განახლდა, რომელიც ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გუშინდელი აქციის დაშლაში სპეცდანიშნულების რაზმი იღებდა მონაწილეობას, რა დროსაც მომიტინგეები და ჟურნალისტები დაშავდნენ.

ცნობისთვის, იმისათვის, რომ კანონპროექტი მიღებულად ჩაითვალოს, მას პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა მხარი სამი მოსმენით უნდა დაუჭირონ. მიღების შემთხვევაში ის ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტს გადაეგზავნება. თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს.