Pfizer-ი 2021 წლის სავარაუდო შემოსავლის მაჩვენებლის 33 მლრდ-მდე ზრდას ელოდება, რაც აქამდე პროგნოზირებულ მაჩვენებელს მესამედით აღემატება. კომპანიის ამგვარი მოლოდინი მეორე კვარტალის მონაცემებს ეყრდნობა, რომელთა მიხედვითაც ვაქცინის მწარმოებელმა დაგეგმილზე ორჯერ მეტის გაყიდვა და $18.98 მლრდ-ის მიღება შეძლო.
AstaZeneca-სა და Johnson & Johnson-თან შედარებით, Pfizer-იცა და Moderna-ც ახალი შეკვეთების მიხედვით, ვაქცინის ბაზრის ლიდერები არიან. ამგვარი სურათი AstaZeneca-თა და Johnson & Johnson-ით ვაქცინაცირებულებში თანმხლებმა მოვლენებმა და მიწოდებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმაც განაპირობა.
ამჟამინდელი მდგომარეობით, Pfizer-ისთვის ევროკავშირს 2.1 მლრდ დამატებითი დოზა აქვს შეკვეთილი, აშშ-ს კი – 200 მლნ. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიო მასშტაბით, ჯანდაცვის ექსპერტები ვირუსის დასამარცხებლად ქვეყნებს სხვადასხვა მეთოდით წარმოებული ვაქცინების გამოყენებას ურჩევენ. ამ დროისთვის, გლობალურად Pfizer-ის ვაქცინის მილიარდ დოზაზე მეტი უკვე გამოყენებულია, თუმცა წლის ბოლომდე მაჩვენებლის 2.1 მლრდ-მდე ზრდას ელოდებიან (ივლისისთვის უკვე დადასტურებული და ხელმოწერილი კონტრაქტების გათვალისწინებით). ზოგიერთმა ქვეყანამ, ე.წ. „ბუსტერ-დოზებისთვის“ შეკვეთების მიცემა უკვე დაიწყო, თუმცა მეცნიერების აზრი დამატებით დოზებთან დაკავშირებით ჯერჯერობით ერთმანეთისგან განსხვავებულია.