ფარმაცევტული კომპანია Merck-ი Verona-ს $10 მილიარდად შეძენას გეგმავს

ფარმაცევტული კომპანია Merck-ი Verona-ს $10 მილიარდად შეძენას გეგმავს

Financial Times-ის ინფორმაციით, მსხვილი ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Merck-ი Verona Pharma-ს $10 მილიარდად შეძენას გეგმავს. ცნობისთვის, Verona Pharma ფილტვის დაავადებების თერაპიებზე კონცენტრირებული ფარმაცევტული კომპანია. გარიგების დასრულების შემთხვევაში კი ეს Merck-ისთვის 2023 წლის შემდეგ ყველაზე დიდი შესყიდვა იქნება. შეგახსენებთ, 2023 წელს Merck-მა Prometheus Biosciences-ი $10.8 მილიარდად შეისყიდა.

გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე განცხადება კომპანიებს ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ. LSEG-ის თანახმად, Verona-ს საბაზრო კაპიტალიზაცია $7.39 მილიარდს შეადგენს.

Merck-ის სიმსივნის წამალმა, Keytruda-მ, კომპანიას გასულ წელს გაყიდვებით $30 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მოუტანა. თუმცა პატენტების ნაწილს ვადა 2028 წლისთვის გასდის. შესაბამისად, კომპანია ალტერნატივის შექმნაზე მუშაობის დასაწყებად ემზადება, რათა შემოსავლის ახალი წყარო შექმნას.

თავის მხრივ, Verona-მ პოპულარობა საკუთარი ინჰალაციური, არასტეროიდული მკურნალობის მეთოდით, Ohtuvayre-ით მოიპოვა, რომელიც ქრონიკული ობსტრუქციული ფილტვის დაავადების მქონე პაციენტებისთვისაა განკუთვნილი. აღნიშნულ დაავადებას მხოლოდ აშშ-ში 16 მილიონი ამერიკელი ებრძვის. შესაბამისად, Merck-ისათვის ამ პრეპარატის მოპოვება პოტენციურად დიდი შემოსავლის მიღებას უნდა ითვალისწინებდეს. Verona-ს პირველი კვარტალის შემოსავლების 96%, ანუ $76 მილიონი სწორედ Ohtuvayre-ის თერაპიაზე მოდის.

მხარეებს შორის ფინანსური პირობების შეთანხმების შემთხვევაში, Merck-ის მიერ Verona Pharma-ს შესყიდვას მწვანე შუქი ამერიკულმა და ბრიტანულმა მარეგულირებლებმა უნდა აუნთონ.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.