სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანიდან სომხეთში SOCAR-ის ნავთობპროდუქტების პირველი პარტიის გადაზიდვაზე კომენტარის გაკეთებისას განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზის ტარიფებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობს.
სომხეთის პრემიერმა საქართველო გააფრთხილა, რომ თუ ნორმალური ტარიფები არ იქნება შემოღებული, აზერბაიჯანი და სომხეთი ალტერნატიულ მარშრუტების ძიებას დაიწყებენ. ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ეს საკითხები მოგვარდება.
„ვიმედოვნებ, რომ ან ეს საკითხები მოგვარდება, ან ეკონომიკური სუბიექტები იმპორტისა და ექსპორტის ალტერნატიულ მარშრუტებს იპოვიან“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
ადრე Minval Politika-მ გაავრცელა ინფორმაცია, ბაქო, თბილისის მაღალი ტარიფების საპასუხოდ, სომხეთის საზღვრამდე რკინიგზის ხაზის აღდგენას განიხილავს.
ცნობისთვის, 18 დეკემბერს, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ SOCAR-მა სომხეთს 1220 ტონა АИ‑95 მარკის ბენზინი მიაწოდა.












