კომპანია გრანთ თორნთონმა და პროკრედიტ ბანკმა, ევროპული ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით გამართეს ერთობლივი ღონისძიება – ფინანსები ბიზნესის განვითარებისთვის – გამოწვევები და შესაძლებლობები.
აღნიშნული ინიციატივის მიზანი იყო შეექმნა დისკუსიისა და თანამშრომლობის სივრცე ბიზნესის, საბანკო სექტორის, ინვესტორებსა და პროფესიული სერვისების მიმწოდებლებს შორის — იმის გასაზიარებლად, რა გამოწვევებს აწყდებიან კომპანიები დამატებითი ფინანსების მოზიდვისას, როგორია მათი რეალური საჭიროებები და რა ტიპის ფინანსური თუ ინსტიტუციური მზადყოფნაა აუცილებელი, რათა ბიზნესი აღიქმებოდეს სანდო პარტნიორად როგორც ბანკების, ისე ინვესტორების თვალში.
ზურა მურაკაშვილმა, პროკრედიტ ბანკის ბიზნესის განვითარების განყოფილების წარმომადგენელმა, ისაუბრა საკრედიტო ბაზარზე არსებულ ტენდენციებზე და გამოწვევებზე no, რომლებსაც ბანკი ხედავს მცირე და საშუალო ბიზნესის მხრიდან. ასევე, განიხილა ის სირთულეები, რომლებსაც ბიზნესები აწყდებიან, როგორც სესხის მიღებისას, ისე მიღების შემდეგ, როგორია მათი მზაობა, ტიპური პრობლემები და შესაბამისი ეფექტიანი გადაწყვეტილებები ფინანსურ ურთიერთობებში.
გრანთ თორნთონის მხრიდან პრეზენტაციებით წარდგნენ: მაგდა ელისაშვილი – გრანთ თორნთონის ბიზნეს პროცესების გადაწყვეტილებების დეპარტამენტის დირექტორი, ხატია გიორგობიანი – ბიზნეს საკონსულტაციო განყოფილების მენეჯერი და ნინა კობახიძე – ბიზნესის განვითარების მენეჯერი. გრანთ თორნთონის წარმომადგენლებმა ისაუბრეს კომპანიების ფინანსური და ინსტიტუციური მზაობის, მენეჯმენტისა და სისტემური განვითარების იმ მნიშვნელოვანი ფაქტორების შესახებ, რომელიც გავლენას ახდენს როგორც კომპანიის საქმიანობაზე, ისე საფინანსო ინსტიტუტებისა და ბანკისთვის ქმნის სანდოობის წინაპირობას.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსია, რომლის დროსაც განხილულ იქნა ქართული ბიზნესების ფინანსური მზაობა, ბანკებისა და ინვესტორების მოლოდინები, ბიზნესების ტიპური შეცდომები დაფინანსების პროცესში და ის სისტემური ცვლილებები, რაც საჭიროა ბიზნესის გასაუმჯობესებლად.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობას ღებულობდნენ: პაატა შურღაია – გრანთ თორნთონის მმართველი პარტნიორი; გელა ბაქრაძე – პროკრედიტ ბანკის, მცირე ბიზნესის განვითარების უფროსი; ოთარ ანთია – მწვანე ეკონომიკის ექსპერტი, ინვესტორთა საბჭოს სამდივნო; გიორგი წიკლაური – იბერია ბიზნეს ჯგუფი, ფინანსური დირექტორი;
ღონისძიება ესწრებოდნენ კერძო სექტორის, მცირე და საშუალო ზომის კომპანიების წარმომადგენლები.
მსგავსი ერთობლივი ინიციატივები ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის მდგარდი განვითარებისთვის და მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორის განვითარებისთვის, რაც თავის მხრივ აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
გრანთ თორნთონ
გრანთ თორნთონი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების საერთაშორისო ქსელია. გრანთ თორნთონის წევრი ფირმები პროფესიონალური რჩევებით ეხმარებიან დინამიკურ ორგანიზაციებს მათი ზრდა-განვითარების პოტენციალის გამოვლენაში. გრანთ თორნთონის გუნდის წევრები, პარტნიორთა ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად იყენებენ საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას იმისათვის, რომ კარგად გაიაზრონ საჯარო, თუ კერძო კომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევები და დაეხმარონ მათ პრობლემების გადაწყვეტაში. გრანთ თორნთონის 73,000-მდე თანამშრომელი, 150-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს იმისათვის, რომ იყოს გამორჩეული კლიენტების, კოლეგებისა და საზოგადოებისათვის.
გრანთ თორნთონი აღნიშნავს ბრენდს, რომლის სახელითაც გრანთ თორნთონის წევრი ფირმები თავიანთ კლიენტებს უწევენ აუდიტორულ, საგადასახადო და საკონსულტაციო მომსახურებებს და/ან აღნიშნავს ერთ, ან მეტ წევრ ფირმას, კონტექსტიდან გამომდინარე. გრანთ თორნთონ საქართველო არის გრანთ თორნთონ ინთერნეშენალის წევრი. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ წარმოადგენენ მსოფლიო მასშტაბის პარტნიორობას. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და ყოველი წევრი ფირმა წარმოადგენს ცალკე იურიდიულ პირს. მომსახურების მიმწოდებლები არიან წევრი ფირმები. გრანთ თორნთონ ინთერნეშენალი და მისი წევრი ფირმები არ არიან აგენტები, და/ან არ გააჩნიათ ვალდებულებები ერთმანეთის წინაშე და არ არიან პასუხისმგებელნი ერთმანეთის მოქმედებაზე ან უმოქმედობაზე.
ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA)
ევროპული ბიზნეს ასოციაცია (EBA) 100-ზე მეტ ქართულ და ევროპულ კომპანიას აერთიანებს. ორგანიზაციის ხედვაა, რომ საქართველოში ბიზნესისთვის შეიქმნას ისეთივე გარემო, როგორიც ევროპაშია. ასოციაციის მისია შემდეგ მიმართულებებს მოიცავს: საქართველოში ევროპული ბიზნესის ადვოკატირება-ლობირება და საქართველოსა და ევროპას შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების ხელშეწყობა.
პროკრედიტ ბანკი, საქართველო
პროკრედიტი საქართველოში 25 წელზე მეტია ოპერირებს და ბანკის ძირითადი მიმართულება მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობაა, დაფინანსების სპეციალური პროგრამების შეთავაზებითა და პროფესიონალური ბიზნეს კონსულტაციის გაწევით.
Fitch Ratings-ის მიერ ბანკს მინიჭებული აქვს საუკეთესო და ყველაზე მაღალი შესაძლო საკრედიტო რეიტინგი საქართველოში “BB+”.
პროკრედიტ ბანკი საქართველო, საერთაშორისო პროკრედიტ ჯგუფის წევრია, რომელსაც სათავეში უდგას გერმანული პროკრედიტ ჰოლდინგი – 100%-იანი წილის მფლობელი.
S










