ფიზიკის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს

ფიზიკის დარგში 2023 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინეს

შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინა. ესენი არიან პიერ აგოსტინი, ფერენს კრაუში და ან ლ’უილიე.

მეცნიერებს პრესტიჟული ჯილდო ექსპერიმენტული მეთოდებისთვის გადაეცათ, რომლებმაც კაცობრიობას მისცა ახალი ინსტრუმენტები ატომებისა და მოლეკულების შიგნით არსებული ელექტრონების გამოსაკვლევად. მათ გამოავლინეს სინათლის უკიდურესად მოკლე იმპულსების შექმნის გზა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სწრაფი პროცესების გასაზომად, რომლებშიც ელექტრონები მოძრაობენ ან ენერგიას ცვლიან.

შეგახსენებთ, გასულ წელს ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის წოდება ასევე სამ მეცნიერს მიენიჭა. ესენი არიან ფრანგი ალენ ასპე, ამერიკელი ჯონ კლაუზერი და ავსტრიელი ანტონ ცაილინგერი. მეცნიერებს ჯილდო გადაჯაჭვული ფოტონების მიმართულებით ექსპერიმენტების ჩატარებისთვის, ირლანდიელი ფიზიკოსის, ჯონ სტიუარტ ბელის უტოლობების თეორემაში დარღვევის დადგენისა და კვანტური ინფორმაციის მეცნიერებაში პიონერობისთვის გადაეცათ.

ცნობისთვის, ფიზიკის დარგში ნობელის პრემია, 1901 წლიდან მოყოლებული, 117-ჯერ გაიცა.