შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ ფიზიკის დარგში მიმდინარე წლის ნობელის პრემიის ლაურეატები გამოავლინა. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო ჯონ ჰოპფილდსა და ჯოფრი ჰინტონს გადაეცათ.
მეცნიერებმა ნობელის პრემია მიიღეს აღმოჩენებისა და გამოგონებებისთვის, რომლებმაც მანქანური დასწავლის გაუმჯობესება ხელოვნური ნეირონული ქსელებით გახდა შესაძლებელი. ცნობისთვის, ჯონ ჰოპფილდი პრინსტონის უნივერსიტეტში მუშაობს, ჯოფრი ჰინტონი კი – ტორონტოს უნივერსიტეტში.
შეგახსენებთ, 2023 წელს ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ პიერ აგოსტინი, ფერენს კრაუში და ან ლ’უილიე. მეცნიერებს პრესტიჟული ჯილდო ექსპერიმენტული მეთოდებისთვის გადაეცათ, რომლებმაც კაცობრიობას მისცა ახალი ინსტრუმენტები ატომებისა და მოლეკულების შიგნით არსებული ელექტრონების გამოსაკვლევად. მათ გამოავლინეს სინათლის უკიდურესად მოკლე იმპულსების შექმნის გზა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას სწრაფი პროცესების გასაზომად, რომლებშიც ელექტრონები მოძრაობენ ან ენერგიას ცვლიან.
ფიზიკის დარგში ნობელის პრემია, 1901 წლიდან მოყოლებული, 118-ჯერ გაიცა. ის დღემდე 227 მეცნიერს აქვს მიღებული.