ფოლადის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა მსოფლიოში

ფოლადის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა მსოფლიოში

ჩინეთი ყოველწლიურად დაახლოებით ერთ მილიარდ ტონა ფოლადს აწარმოებს, რომლის დიდი ნაწილი ამავე ქვეყანაში რჩება. უკვე წლებია, რაც აზიური სახელმწიფო ფოლადის წარმოებით სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად აღემატება. შედარებისთვის, მსოფლიოში ფოლადის უმსხვილესმა მწარმოებელმა, ჩინურმა China Baowu Group-მა 2024 წელს 130.1 მილიონი ტონა ფოლადი აწარმოვა – ეს თითქმის ყველა სხვა ქვეყანის შედეგს აღემატება.

ბოლო წლებში ჩინეთმა ინდუსტრიაში „ბრმა გაფართოების“ შეზღუდვა დაისახა მიზნად და კომპანიებს მოუწოდა, არ აწარმოონ ფოლადი შეკვეთის, მათ შორის დადასტურებული გადახდის გარეშე. შედეგად, ზოგიერთი ვარაუდით, მიმდინარე წელს ჩინეთში ფოლადის წარმოება 50 მილიონი ტონით შემცირდება.

ფოლადის წარმოებით ჩინეთი რეიტინგის მეორე ადგილზე მყოფ ინდოეთს თითქმის ათჯერ აღემატება. 2024 წელს ინდოეთმა 149 მილიონი ტონა ფოლადი აწარმოვა. ქვეყანაში ფოლადის უმსხვილესი მწარმოებელი Tata Steel Group-ია – კომპანია, რომლის ღირებულება დაახლოებით 23 მილიარდი დოლარია. Tata Steel Group-ი ფოლადის წარმოების მოცულობით მსოფლიოში მე-10 ადგილს იკავებს. მან 2024 წელს 31 მილიონ ტონაზე მეტი ფოლადი აწარმოვა.

აღსანიშნავია, რომ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების ზრდის შედეგად, ინდოეთში ფოლადის მოხმარება გასულ წელს 8%-ით გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ მსგავსი ზრდის ტემპი 2025 წელსაც შენარჩუნდება.

84 მილიონი ტონით, ჩამონათვალში მესამე ადგილს იაპონია იკავებს, რომლის ფოლადის მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიას Nippon Steel-ი წარმოადგენს. იაპონიას ამერიკის შეერთებული შტატები მოსდევს, რომელმაც 2024 წელს 79.5 მილიონი ტონა ფოლადი აწარმოვა.

ფოლადის მწარმოებელი ტოპ-10 ქვეყანა მსოფლიოში (2024 წელი):
ადგილიქვეყანანედლი ფოლადის წარმოება (მილიონი ტონა)
1ჩინეთი1,005.1
2ინდოეთი149.4
3იაპონია84.0
4აშშ79.5
5რუსეთი71.0
6სამხრეთი კორეა63.6
7გერმანია37.2
8თურქეთი36.9
9ბრაზილია33.8
10ირანი31.4
🌍დანარჩენი მსოფლიო292.6
🌎მსოფლიო ჯამში1,884.6

წყარო: World Steel Association