ფრანგი მეღვინის ძვირად ღირებული ღვინო რომაული ღვთაების სახელწოდებით

ფრანგი მეღვინის ძვირად ღირებული ღვინო რომაული ღვთაების სახელწოდებით

ფრანგი მეღვინის, ლუიკ პასკეს მიერ მე-19 საუკუნის ბოლო პერიოდის ბორდოს ღვინოების გაცოცხლებამ, ხელისუფლების უკმაყოფილება დაიმსახურა. თუმცა, ღვინო ნამდვილად იზიდავდა კლიენტებს, რომლებიც მზად იყვნენ, მისი Liber Pater-ის მამულიდან ერთი ბოთლის სანაცვლოდ €30,000-ზე მეტიც კი გადაეხადათ.

პასკემ ბორდოში ვენახი 2005 წელს შეიძინა და ღვინის დამზადება ზუსტად იმ მიდგომით განაგრძო, როგორც ეს ყურძნის ფილოქსერას გამოჩენამდე ხდებოდა – მცენარეთა დაავადება, გამოწვეული ბუგრების მიერ. პასკე თითქმის 30 წლის იყო, როდესაც მის მამულს ძველი რომაული ღვთაების სახელი დაარქვა. ცნობისთვის, ლიბერი ნაყოფიერების ძველი რომაული ღვთაებაა, რომელმაც მოგვიანებით მეღვინეობის მფარველის ფუნქციაც შეიძინა და ამ გზით იგი დიონისეს გაუთანაბრეს.

ღვინო პასკეს დიდი ხნის გატაცება იყო, რაც ბავშვობის მოგონებებითაც იყო შთაგონებული. თერთმეტი წლიდან აგროვებდა ღვინოებს „სამომავლო შეფასებისთვის“, 18 წლის ასაკში კი, დაახლოებით ღვინის 1,000 ბოთლისგან შემდგარი კოლექციაც ჰქონდა.

ჯიშების, ეკოსისტემებისა და დამზადების ახალი ტექნიკების გამოყენებით, რომლებიც შეძლებისდაგვარად ახლოსაა საუკუნე ნახევარზე მეტი ხნის წინანდელ მიდგომასთან, პასკეს მამული, მომავლის გათვალისწინებით, მცირე რაოდენობით, კლიენტს 10-25 წლის დაძველების წითელ ღვინოებსაც სთავაზობს.

ვაზის მყნობა, ფილოქსერას ეპიდემიის შემდგომ, პირველად სწორედ ბორდოში დაიწყეს. თუმცა, თავად პასკე, მყნობას ანათემასთან ადარებს: „ეს ორი მშობლისგან შვილის ყოლას ჰგავს – ყველა მათგანი განსხვავებულია. და თუ ვაზის ჯიშებს არ შევინარჩუნებთ, ისინი სამუდამოდ გაქრება“.

გასულ წელს, პასკემ სინგაპურში, სამხრეთ კორეასა და ტაივანში იმოგზაურა და პირველად, პირადად შეხვდა საკუთარი ბრენდის მომხმარებელს. ის უკვე კავშირშია მათთან და პირდაპირ გაყიდვებს აწარმოებს.

პასკეს მანტრაა: „ადამიანმა, რომელიც ღვინოს ყიდულობს, ღვინო უნდა დალიოს კიდეც“.

Liber Pater-ის ღვინოები ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც გამოჩნდა და სულ უფრო დიდი პოპულარობით სარგებლობს აზიაში. თუმცა, ღვინოს მიწოდებისას განსაზღვრული რაოდენობაა გათვალისწინებული თითოეული ქვეყნისთვის, მომხმარებელთაც მოსავლიდან ორი ბოთლის ყიდვა შეუძლიათ.

პასკემ საფრანგეთის „სახელწოდების მინიჭების სისტემის“ მკაცრ წესებზე უარი განაცხადა, რის გამოც ჯარიმებისა და ბრალდებების მსხვერპლი გახდა. კანონდარღვევებისთვის ბრალის წაყენების შემდეგ, პასკემ ხელისუფლებასთან მეტნაკლებად მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა: Liber Pater-ის ღვინოები “vin de France”-ის სახელით უნდა გაიყიდოს და არა, ბორდოს მითითებით – თუმცა, ეს გაყიდვებს არ დააზარალებს.

პასკეს თქმით, კარგი ღვინის მწარმოებლები ხელოვანები არიან, მათ სჭირდებათ საზღვრებამდე მისვლა და რისკის გაღებაც: „ათი წლის წინ, ჩემი მოსაზრება, რომ ვაზის დამყნობით ღვინისთვის გემოს შეცვლა შესაძლებელია, არავის მოეწონა, თუმცა ეს ასეა. როდესაც მე მათ ვუპასუხე შემდეგი სიტყვებით: „შენ ატყუებ კლიენტებს, რადგან მათ არა ღვინოს, არამედ სახეობის წვენს სთავაზობ“ – არ მოეწონათ, თუმცა ესეც სიმართლე იყო“.

„მნიშვნელოვანია ჯიშებისა და ტექნიკის შენარჩუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სამუდამოდ გაქრება“, – განაცხადა პასკემ და დასძინა, რომ სწორედ ამიტომაც ებრძოდა ადრე ადმინისტრაციას, ახლა კი მათთან თანამშრომლობს.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *