პირველ ადგილზე P4P-რეიტინგში - ილია თოფურია UFC-ის საუკეთესო მებრძოლია

პირველ ადგილზე P4P-რეიტინგში - ილია თოფურია UFC-ის საუკეთესო მებრძოლია

ცოტა ხნის წინ UFC-ის საუკეთესო მებრძოლების ჩამონათვალი განახლდა. UFC317-ზე მსუბუქი წონითი კატეგორიის საჩემპიონო ქამრის მოპოვების შემდეგ, ქართველმა მებრძოლმა, ილია თოფურიამ P4P-რეიტინგში პირველ ადგილზე გადაინაცვლა. შეგახსენებთ, კვირას ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ გამართულ ბრძოლამდე ილია ჩამონათვალში მესამე პოზიციაზე იყო.

2023 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, P4P-რეიტინგს დაღესტნელი ისლამ მახაჩევი ლიდერობდა. ბოლო ცვლილების შემდეგ მახაჩევმა მეორე ადგილზე გადაინაცვლა. აქამდე მეორე ადგილზე მყოფმა მერაბ დვალიშვილმა კი – მესამე პოზიციაზე.

ილიამ თოფურიამ UFC-ის საუკეთესო მებრძოლის სტატუსი 29 ივნისს კარიერაში მეორე წონითი კატეგორიის ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ მიიღო. მან ბრაზილიელი მეტოქე ჩარლზ ოლივეირა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და UFC-ის მსუბუქი დივიზიონის ქამარს დაეუფლა.

რაც შეეხება ილიას პირველ ქამარს, მან ის 2024 წლის 18 თებერვალს, ალექსანდრ ვოლკანოვსკის დამარცხების შემდეგ მოიპოვა. მაშინ ილია UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.