პირველი სამსახური საერთაშორისო კომპანიაში - რას ნიშნავს Gen Z-ისთვის McDonald’s-ში დასაქმება?

პირველი სამსახური საერთაშორისო კომპანიაში - რას ნიშნავს Gen Z-ისთვის McDonald’s-ში დასაქმება?

პირველი სამსახურის არჩევისას ახალგაზრდა ადამიანი ხშირად იმაზე ფიქრობს, სად დაიწყოს. მაგრამ დღევანდელ შრომის ბაზარზე გაჩნდა მეორე კითხვაც, რა გამოცდილებას მიიღებ ახალ სამსახურში?

Gen Z-ისთვის კარიერის დასაწყისი გამოცდილების დაგროვების პერიოდია. ეს არის დრო, როდესაც სწავლასთან ერთად უნდა შეძლოს პრაქტიკაში საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა, ახალი უნარების შეძენა და იმის გარკვევა, რა მიმართულებით სურს განვითარება.

და ის, რომ პირველი სამუშაო გამოცდილება, წარმატებულ კარიერაში შეიძლება მნიშვნელოვან გამოცდილებად იქცეს, მხოლოდ თეორიული შესაძლებლობა არ არის, რადგან ამის არაერთი მაგალითი არსებობს.

ჯეფ ბეზოსმა, Amazon-ის დამფუძნებელმა, პირველი სამუშაო გამოცდილება ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში McDonald’s-ში მიიღო. ზაფხულობით რესტორანში მუშაობდა, სადაც მისი საქმე ბურგერების მომზადებასთან და სამზარეულოს პროცესებთან იყო დაკავშირებული. წლების შემდეგ ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექნოლოგიური კომპანიის დამფუძნებელი გახდა.

ასევე, მომღერალმა და მსახიობმა მეისი გრეიმაც სამუშაო გზა McDonald’s-იდან დაიწყო. მუსიკალურ კარიერამდე მან რესტორანში იმუშავა და დააგროვა გამოცდილება, რომელიც შემდეგ მის პროფესიულ ცხოვრებაში სრულიად სხვა მიმართულებით გაგრძელდა. დღეს კი ის საერთაშორისო მუსიკალური სცენის ცნობილი ფიგურაა.

და ამ ისტორიებს აერთიანებს ერთი მთავარი იდეა, პირველი სამსახური შეიძლება იყოს ადგილი, სადაც უბრალოდ მუშაობ, მაგრამ ასევე შეიძლება იყოს ადგილი, სადაც სწავლობ, იძენ პირველ გამოცდილებას, ახალ ადამიანებს ხვდები და საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენ. იქნება ეს სწავლასთან და ჰობებთან შეთავსებული მოქნილი გრაფიკი თუ პირველი ნაბიჯი მომავალი კარიერისკენ.

ამ გამოცდილებას მოქმედი McDonald’s-ის თანამშრომლებიც განსხვავებულად აღწერენ. ერთ-ერთი თანამშრომლისთვის, სამუშაო გარემოს მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ურთიერთობები და გუნდური მხარდაჭერა აღმოჩნდა. მისი თქმით, McDonald’s-ში მას ყველაზე მეტად ოჯახური და მეგობრული გარემო მოსწონს, თავისუფალი და ჯანსაღი კომუნიკაცია, მხარდაჭერა და ერთმანეთზე ზრუნვა. როგორც თავად ამბობს, McDonald’s-მა სტრესული მომენტების მართვა, გუნდური მუშაობა, კოლეგის ნდობა და სწრაფი და კრიტიკული აზროვნება ასწავლა.

“ჩემთვის ეს გარემო სამსახურის დაწყებამდეც ნაცნობი იყო. McDonald’s-ში ხშირად ვატარებდი დროს მეგობრებთან ერთად და სწორედ აქაური თბილი და მეგობრული გარემო გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩემს სამუშაო ადგილადაც ეს კომპანია ავირჩიე. საბოლოოდ კი, გამიმართლა და რეალობა ჩემს მოლოდინს დაემთხვა.” – ამბობს სოფო მაისურაძე.

Deloitte-ის 2026 წლის კვლევაც სწორედ ასეთ ცვლილებაზე მიუთითებს. Gen Z-ის 44% კარიერული განვითარების სტაბილურ, ეტაპობრივ გზას ამჯობინებს, ხოლო სწრაფ დაწინაურებას მხოლოდ 25%.

McDonald’s-ი ის გლობალური ბრენდია, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში თანამშრომლების განვითარებისთვის საერთო სტანდარტები და სასწავლო შესაძლებლობები აქვს. კომპანიის საერთაშორისო ოპერაციებში თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია პროფესიული ტრენინგი და განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, მათ შორის Hamburger University-ის გლობალური სასწავლო სისტემა. სწორედ ეს ქმნის განსხვავებულ გამოცდილებას ახალგაზრდა თანამშრომლისთვის.

როდესაც პირველი სამუშაო გლობალურ კომპანიაში იწყება, ახალგაზრდა თანამშრომელი ეცნობა საერთაშორისო ბრენდის სამუშაო კულტურას, მომსახურების სტანდარტებს, გუნდურ მუშაობას და პროცესებს. McDonald’s-ი საქართველოსთვის თანამშრომლის განვითარება ამ სისტემის ნაწილია.

სწორედ ამ გამოცდილებას უკავშირდება „მაკი გელის“ გზავნილიც. რასაც არ უნდა ეძებდე კარიერის დასაწყისში, პირველ სამუშაოს, ახალი უნარების შეძენის შესაძლებლობას, გამოცდილებას, განვითარებას თუ საერთაშორისო სამუშაო გარემოს, McDonald’s-ში ამის მიღების შესაძლებლობა უკვე არსებობს.

ამიტომ „მაკი გელის“ არის გზავნილი ახალგაზრდა ადამიანისთვის, რომელიც ახლა იწყებს კარიერულ გზას. McDonald’s-ში დასაქმება ნიშნავს, მიიღო პირველი სამუშაო გამოცდილება და ამავე დროს მოხვდე საერთაშორისო სამუშაო გარემოში, სადაც შეგიძლია ისწავლო, განვითარდე და ახალი უნარები შეიძინო.

თუ გინდა პირველი სამუშაო გამოცდილება შენს ინტერესებს, სწავლას და ყოველდღიურობას მოარგო – “მაკი გელის” და ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი არ არის, ეს კარიერული გზის დასაწყისია.

S