ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში 2025 წლის ნობელის პრემიის ლაურეატები დასახელდნენ. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო სამ მეცნიერს გადაეცა – ამერიკელ მერი ბრანკოუს, ასევე ამერიკელ ფრედ რემსდელსა და იაპონელ შიმონ საკაგუჩის.
ამ მეცნიერებმა აღმოაჩინეს მექანიზმი, რომელიც იმუნურ სისტემას აკონტროლებს, რათა ჩვენსავე უჯრედებს არ დაესხას თავს. ამგვარ მექანიზმს კი წარმოადგენს პერიფერიული იმუნური ტოლერანტობა, რომელიც იმუნურ სისტემას, მისი მარეგულირებელი T-უჯრედების წყალობით, სხეულისთვის ზიანის მიყენებაში უშლის ხელს.
შეგახსენებთ, გასულ წელს ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია ვიქტორ ამბროსსა და გარი რუვკუნს გადაეცათ. მათ ჯილდო მიკრო-RNA-ის აღმოჩენისა და პოსტტრანსკრიპციული გენის რეგულირებაში მისი როლის გამოვლენისთვის მიენიჭათ.
ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში ნობელის პრემია 1901 წლიდან გაიცემა (ჯამში 114 პრემია). ეს ჯილდო დღემდე 230-მა მეცნიერმა დაიმსახურა, საიდანაც ქალი მხოლოდ 14 იყო.