უკვე 26 წელია, რაც კომპანია ართთაიმი ქართულ ბაზარზე შვეიცარიული საათების წამყვან საერთაშორისო ბრენდებს წარმოადგენს. ამ ხანგრძლივი გამოცდილებისა და ინდუსტრიის ღრმა ცოდნის წყალობით, კომპანიამ საკუთარი ბრენდი – PROJECT X შექმნა. ეს არის პირველი საათი, რომელშიც ქართული დიზაინი შვეიცარიულ ხარისხსა და სიზუსტეს ერწყმის.
PROJECT X–ის დიზაინი სპორტული ხასიათისაა და განსაკუთრებით საინტერესოა ის სიმბოლური მნიშვნელობა, რომელიც მისი შექმნის იდეას დაედო საფუძვლად – საათი 26 მარტს, დინამო არენაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას მიეძღვნა, რაც ქართული სპორტის ისტორიაში ახალ ფურცლად და ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ თარიღად იქცა.
სწორედ ამ მნიშვნელოვანი თარიღის პატივსაცემად, საათის კორპუსის უკანა მხარეს (Case back) დინამო არენას გრავირებაა დატანილი. ამ დეტალით შემქმნელები საათს არა მხოლოდ სპორტულ იერსახეს სძენენ, არამედ სურთ, რომ ეს ქართული სპორტის, ერთობის, გამარჯვებისა და წარმატების სიმბოლოსაც ასახავდეს.
PROJECT X-ს გამოარჩევს ისიც, რომ ის აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის შვეიცარიული კვარცის მექანიზმით და გააჩნია ქრონოგრაფის სპორტული ფუნქცია. საათის მინად გამოყენებულია საფირონის კრისტალი, რომელიც ცნობილია თავისი სიმტკიცით და უზრუნველყოფს ნაკაწრებისგან მაქსიმალურ დაცვას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური ცხოვრების მოყვარულთათვის.
საათის კიდევ ერთი უპირატესობა მისი Quick release system-ით აღჭურვილი სამაჯურებია. ეს ინოვაციური ფუნქცია მომხმარებელს საშუალებას აძლევს, სულ რამდენიმე წამში მარტივად შეცვალოს სამაჯური. საათის შეძენისას, ნებისმიერი ფერის სამაჯურთან ერთად, საჩუქრად იდენტური დიზაინის შავი ფერის სამაჯურიც გადაეცემა – ეს დამატებითი აქსესუარი საათს სრულიად განსხვავებულ იერსახეს სძენს და მისი ვიზუალის მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.
PROJECT X–ის შეძენა ექსკლუზიურად მხოლოდ ართთაიმის მაღაზიათა ქსელშია შესაძლებელი, რაც ხაზს უსვამს ბრენდის უნიკალურობას და პირდაპირ კავშირს კომპანიის მიერ წლების განმავლობაში მოპოვებულ სანდოობასთან.
PROJECT X-ი კარგი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება ქართული შემოქმედებისა და შვეიცარიული ტექნოლოგიური გამოცდილების შერწყმით შეიქმნას პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ სიმბოლურ და ემოციურ დატვირთვას ატარებს, არამედ ფუნქციონალურია და ართთაიმის მრავალწლიანი გამოცდილების ბუნებრივი შედეგია.