„პუტინი უკრაინაში მარცხდება, თუმცა საქართველოში იმარჯვებს“ - კელი და კრამერი

„პუტინი უკრაინაში მარცხდება, თუმცა საქართველოში იმარჯვებს“ - კელი და კრამერი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, დევიდ კრამერი The Bulwark-ში ერთობლივ სტატიას აქვეყნებენ, შემდეგი სათაურით: „პუტინი უკრაინაში მარცხდება, თუმცა საქართველოში იმარჯვებს“.

წარმოდგენილი სტატიით ამერიკელი დიპლომატები საქართველოს მთავრობის დაშოშმინების პოლიტიკას აკრიტიკებენ, რომელიც, მათი შეფასებით, თანხვედრაშია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პოლიტიკურ ინტერესებთან.

„პუტინის მსგავსად, ქართული ოცნების ლიდერები ომს, პირველ რიგში, ხედავენ, როგორც მოწინააღმდეგეების განადგურების შესაძლებლობას. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრძოლაში მყოფი უკრაინის მთავრობა ელჩის გაწვევის გამო გააკრიტიკა და დააბრალა „საქართველოს შეიარაღებულ კონფლიქტში პირდაპირი ჩართვის კოორდინირებული მცდელობა“, დაკავშირებული ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მტკიცებით, ყოფილი პრეზიდენტი (და ახლა პატიმარი) სააკაშვილი ხელისუფლებაში ჯერ კიდევ რომ ყოფილიყო, საქართველოში „მეორე მარიუპოლი“ იქნებოდა“.

კრამერისა და კელის განცხადებით, მმართველი პარტია გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებს, თუ რა რეაქცია ექნება მათზე რუსეთის პრეზიდენტს.

„როგორც ჩანს, ქართული ოცნება გადაწყვეტილებებს იღებს არა იმაზე დაყრდნობით, აღრმავებს თუ არა პოლიტიკა დასავლეთთან ინტეგრაციას, არამედ გაანაწყენებს თუ არა ის კრემლში მყოფ დიქტატორს. საშინაო პოლიტიკაში მთავრობა, ხელისუფლების სამივე შტოში, ძალაუფლების ყველა სადავეს მუხლჩაუხრელად იხვეჭს და ამ ძალაუფლების მაკონტროლებელ ინსტიტუციებს მარგინალიზაციას უწევს ან შლის. ეს განსაკუთრებით აშკარა იყო დამოუკიდებელი სასამართლოს უზრუნველსაყოფად აშშ-ის, ევროპისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რეფორმების გატარების მოთხოვნაზე უარის თქმით“, – წერენ კელი და კრამერი.

დატოვე კომენტარი

დაამატე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *