თანამედროვე ბიზნესსამყაროში კომპანიის წარმატება დამოკიდებულია არა მხოლოდ სტრატეგიულ ხედვაზე, არამედ ბიზნესპროცესების ზედმიწევნით ორკესტრირებაზე. ბიზნესი, განურჩევლად ზომისა და ინდუსტრიისა, განვითარდება მაშინ, როდესაც პროცესების მართვის შიდა მექანიზმები უზრუნველყოფს ყოველდღიური ოპერაციების მოქნილობასა და რისკების ეფექტურ მართვას. აღნიშნული ოპტიმიზაციის მიღწევის მთავარი საშუალება ბიზნესპროცესების გადაწყვეტილებების ძლიერი და გამოცდილი სისტემის დანერგვაა, რომელშიც გრანთ თორნთონის გუნდი სპეციალიზირებულია და უკვე 100 წელია, პერსონალური ბიზნესმიდგომით კომპანიებს მხარს უჭერს, მიიღონ ეფექტიანი და რაციონალური გადაწყვეტილებები.
დღევანდელი დინამიკური ბაზრის პირობებში, მდგრადი განვითარების წინაპირობებად უნდა მივიჩნიოთ: დაგეგმვა, შესრულება, ანალიზი და ადაპტირება. თითოეული ბიზნესპროცესი, შესყიდვიდან მომხმარებელთა მომსახურებამდე, წარმოადგენს სასიცოცხლო მნიშვნელობის რგოლს საწარმოს წარმატებით ფუნქციონირებისთვის. მიუხედავად ამისა, ბევრი ორგანიზაცია უგულებელყოფს ზედმიწევნითი დაგეგმვისა და სტრუქტურირებული სისტემების კრიტიკულობას და შეცდომით მიიჩნევს, რომ მხოლოდ ტრადიციული სააღრიცხვო პრაქტიკა საკმარისია თანამედროვე ბიზნესის სირთულეების გადასაჭრელად.
ბუღალტერია უდავოდ უზრუნველყოფს ფინანსური სიჯანსაღის ფუნდამენტურ დონეს, შემოსავლების, ხარჯებისა და მოგების მონიტორინგს. თუმცა, ინფორმირებული გადაწყვეტილებების მისაღებად და გრძელვადიანი წარმატების მისაღწევად, კომპანიებმა უნდა გადალახონ ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი საზღვრები. სწორედ აქ ჩნდება საჭიროება ბიზნესპროცესების ყოვლისმომცველი დიაგნოსტიკისა და დაგეგმვისა, რომლებიც შეუცვლელ მოკავშირეებს წარმოადგენენ ბიზნესის გრძელვადიანი წარმატებისთვის.
BPS მიმართულების შექმნის მიზანი
გრანთ თორნთონის გლობალურმა ქსელმა სწორედ ბიზნესის განვითარებადი საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, წარმოადგინა ბიზნესპროცესების გადაწყვეტილებების სერვისი (Business Process Solutions ე.წ.BPS). აღნიშნული სერვისის ჩამოყალიბების საფუძველს თავად გრანთ თორნთონის ძირითადი ღირებულება წარმოადგენს, რაც გულისხმობს ბიზნესისთვის ჰოლისტიკური გადაწყვეტილებების მიწოდებას, რომელიც სცილდება ტრადიციულ აუდიტორულ და საბუღალტრო მომსახურებას. წლების განმავლობაში, გრანთ თორნთონის გლობალურმა გუნდმა ღრმად გაიაზრა სხვადასხვა ინდუსტრიის სირთულეები და უნიკალური გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან. ამ ექსპერტიზის გამოყენებით, ფირმამ გამოავლინა მზარდი მოთხოვნა მომხმარებლებს შორის მორგებულ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც პასუხობენ ოპერაციულ სირთულეებს და აუმჯობესებენ მთლიან შესრულებას.
გრანთ თორნთონის BPS სერვისის ევოლუცია ასახავს უფრო ფართო პარადიგმის ცვლილებას პროფესიონალური სერვისების ინდუსტრიაში ინტეგრირებული გადაწყვეტილებების შეთავაზებისკენ, რომელიც მოიცავს საკონსულტაციო და ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ სერვისებს. როდესაც ბიზნესი ებრძვის გლობალიზაციას, ციფრულ ტრანსფორმაციას და მარეგულირებელ ცვლილებებს, აქცენტი კეთდება სისწრაფეზე, ადაპტირებასა და სტრატეგიულ დაგეგმარებაზე.
გრანთ თორნთონის კვლევა: საშუალო ბიზნესის გლობალური გამოწვევები
გრანთ თორნთონის საერთაშორისო ბიზნესანგარიშის (IBR) უახლესი მონაცემებით, გლობალურად, საშუალო ზომის ბიზნესის ლიდერებს შორის ოპტიმიზმის დონე 59%-დან 67%-მდე გაიზარდა 2023 წლის პირველ ნახევარში. თუმცა, ფირმები არ არიან თვითკმაყოფილი და ძლიერმა ლიდერებმა იციან, რომ მათ მუდმივად სჭირდებათ სიფხიზლე და ადაპტირება ახალი ბიზნესგამოწვევების უწყვეტ ნაკადთან.
გრანთ თორნთონის საერთაშორისო ბიზნესანგარიშიდან იკვეთება სამი ძირითადი მიმართულება, რაც გასათვალისწინებელია ბიზნესლიდერებისთვის. პირველ რიგში, ფოკუსირება ძირითად საკითხებზე, იმისათვის, რომ ხარისხიანი პროდუქტი მიაწოდონ მომხმარებლებს, რისთვისაც საჭიროა ოპერაციების ეფექტიანობის მუდმივი მონიტორინგი ზედმეტი დანახარჯების თავიდან არიდების მიზნით. მეორე, მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს გუნდი, რომელიც ქმნის თქვენს ბიზნესს. ავტომატიზაციისა და ხელოვნური ინტელექტის ზრდასთან ერთად, უფრო მნიშვნელოვანი გახდება ინვესტიციების განხორციელება თანამშრომლების გადამზადებაში, რათა მათ ჰქონდეთ უნარები, რომ მაქსიმალურად გამოიყენონ ახალი ტექნოლოგიები. და ბოლო, საკვანძო ელემენტია დრო. ბიზნესლიდერებს უნდა ჰქონდეთ გამბედაობა ინვესტირებისა და განვითარებისკენ, მაგრამ მათ ეს უნდა გააკეთონ ყველაზე ხელსაყრელ დროს. ყოველივე ამის გასაგებად, ლიდერებს სჭირდებათ სწორი მონაცემები და სწორი რჩევა(*).
ქართული ბიზნესის გამოწვევები ევროინტეგრაციის გზაზე
გლობალური გამოწვევები თავის მხრივ ლოკალურ ბაზარზეც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. ევროინტეგრაციის პროცესში, მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო კანდიდატის სტატუსი, აქტუალური ხდება კითხვა – რამდენად მოქნილი და ადაპტირებაზე ორიენტირებულია ქართული ბიზნესსექტორი, ბიზნესის კეთების შეცვლილ პირობებზე წარმატებული პასუხისთვის?
ამ კითხვებზე საპასუხოდ, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ ვისაუბროთ გამოწვევებზე, რომლებიც ჩნდება ბიზნესსუბიექტებისთვის. ორი ეკონომიკური სისტემის ინტეგრაციის პროცესში, მცირე სისტემის ბიზნესგარემოს სუბიექტებისთვის, ამ შემთხვევაში ქართული კომპანიებისთვის, შემდეგი სახის საკვანძო გამოწვევები იქმნება – ინვესტირება ახალ ტექნოლოგიებში, სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლება, ტალანტების მოზიდვა და მათი გადინების შემცირება, ხარისხის მართვის სისტემების ჩამოყალიბება, მდგრადი განვითარების პრინციპების შემოტანა კომპანიაში, გაზრდილი კონკურენცია ევროპულ ბაზარზე, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და ადაპტირება სხვადასხვა მიმართულებით. იმისათვის, რომ ბიზნესსუბიექტებმა ევროინტეგრაციის პროცესში და შემდგომ ისარგებლონ შექმნილი შესაძლებლობებით, აუცილებელია შესაბამისი მომზადება და ადაპტირებისთვის საჭირო სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავება მმართველობის ყველა დონეზე. ამ პროცესში გიდის როლის შესრულება შეუძლიათ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ბიზნესსაკონსულტაციო კომპანიებს, რომლებიც თავიანთი ექსპერტული ცოდნით დაემხარებიან კომპანიებს გააცნობიერონ თავიანთი ინდუსტრიის მოთხოვნები, განავითარონ შესაბამისობის სტრატეგიები და განახორციელონ აუცილებელი ცვლილებები პროდუქტების, პროცესებისა თუ ოპერაციების მიმართულებით.
ბიზნესგარემოს ტრანსფორმაციის პროცესში, გრანთ თორნთონის გუნდის საერთაშორისო გამოცდილება და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვან მხარდაჭერას წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებადი კომპანიებისთვის, რომელთა მიზანი მდგრადი განვითარება და საერთაშორისო თუ ადგილობრივ ბაზრებზე წარმატებული და გრძელვადიანი ოპერირებაა.
BPS ქართულ ბაზარზე, ისტორია, შედეგები და მოლოდინები
გრანთ თორნთონის გუნდმა ბიზნესპროცესების გადაწყვეტილებების სერვისის დანერგვა საქართველოში აქტიურად 2016 წლიდან დაიწყო. საწყის ეტაპზე, ბიზნესის კეთების სხვაგვარი მიდგომა არსებობდა, რასაც დღეს შეგვიძლია „წარსულის მემკვიდრეობა“ ვუწოდოთ. არსებობდა ტრადიციული მიდგომები, როგორც ბუღალტრული აღრიცხვის წარმოების, ასევე კანონმდებლობის კუთხით. თუმცა, ქვეყანაში მომხდარი პოზიტიური ცვლილებების შედეგად, რაც უკავშირდება საგადასახადო კანონმდებლობის ცვლილებას, საქართველოში ბიზნესის დაწყების გამარტივებულ პროცედურებს და რეგულაციებს ფინანსური ანგარიშგების გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, საშუალება მისცა ჩვენს გუნდს, რომ საერთაშორისო გამოცდილება გაეზიარებინა ადგილობრივი ბიზნესისთვის და შესაბამისად, გაეუმჯობესებინა მომსახურების ხარისხი ყველა მიმართულებით.
იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებადი კომპანიებისთვის ბიზნესპროცესები მეტად კომპლექსურია და უწევთ შესაბამისობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ქვეყნის რეგულაციებთან, ბიზნესპროცესების გადაწყვეტილებების სერვისით მეტწილად სარგებლობენ საერთაშორისო კომპანიები. საერთო პორტფელის დაახლოებით 80%-ს შეადგენენ მრავალეროვნული კორპორაციები, რომლებსაც ხელს ვუწყობთ სხვადასხვა იურისდიქციისა და შვილობილი კომპანიების ფარგლებში უზრუნველყონ ბუღალტრული, ფინანსური და საგადასახადო პროცესების ჰარმონიზაცია. ყოვლისმომცველი საგადასახადო დაგეგმვის, სტანდარტიზებული ანგარიშგების ფორმებისა და მონაცემთა ანალიტიკის ცენტრალიზებული პლატფორმების მეშვეობით, ჩვენ გავამარტივეთ ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციები, შევამცირეთ შესაბამისობის რისკები და ხელი შევუწყეთ აღმასრულებელ დონეზე გადაწყვეტილების მიღებას რელევანტური მონაცემების ანალიზის საფუძველზე. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროინტეგრაციის პროცესი, თავის მხრივ, ლოკალურ ბაზარზე ოპერირებადი კომპანიებისთვის შექმნის იმ გამოწვევებს, რაც შესაძლოა ამ დრომდე მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის ყოფილიყო აქტუალური. შესაბამისად, ჩვენი გუნდის გამოცდილების გათვალისწინებით, გვაქვს შესაძლებლობა ქართულ ბიზნესს მივცეთ მიმართულება ტრანსფორმაციის პროცესში და დავეხმაროთ მათ სამართლებრივი შესაბამისობის უზრუნველყოფასა და ფინანსური მენეჯმენტის ძლიერი პრაქტიკის ჩამოყალიბებაში, რადგან ბიუჯეტირება, პროგნოზირება და რისკების მართვა გადამწყვეტია საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებისა და ზრდისთვის.
ჩვენ გვესმის, რომ ბიზნესგარემოში არსებული შესაძლებლობების, გამოწვევებისა და რისკების კომპლექსურ საკითხებში გარკვევა შესაძლოა დამაბნეველი იყოს კომპანიებისთვის. ამის დასაძლევად, ჩვენ ვთავაზობთ, ბიზნესპროცესების გადაწყვეტილებების სერვისებს პერსონიფიცირებული მიდგომებით. კომპანიის ფინანსური მდგრადობის უზრუნველსაყოფად, პროექტის მართვის გამოცდილი სისტემების საშუალებით ვაწვდით მათ საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს, რომელიც მოიცავს:
- ბიზნეს პროცესების დიაგნოსტიკა და სააღრიცხვო სისტემების ჩამოყალიბება;
- ფინანსური და საგადასახადო აღრიცხვა და რეპორტინგი;
- სახელფასო განაცემების სრულყოფილი მენეჯმენტი – ე.წ. Payroll;
- ადამიანური რესურსების ადმინისტრირება;
- მთავარი ბუღალტრისა და ფინანსური დირექტორის (CFO) სერვისი;
- საბუღალტრო ჩანაწერების შემოწმება და აღდგენა;
- მენეჯერული აღრიცხვა და ანალიტიკა (Tableau-ს გამოყენებით);
- კორპორატიული სამდივნო მომსახურება.
თითოეული მომსახურების გაწევის პროცესში, მნიშვნელოვანი როლი აქვს დაგეგმარებასა და მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისი სისტემის ჩამოყალიბებას. თანამშრომლობის საწყის ეტაპზე, გრანთ თორნთონის გუნდი ახდენს ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირებასა და მოდელირებას, შემდგომ პროცესების შესაბამისად შესრულების, დოკუმენტირების, მონიტორინგისა და კონტროლის სისტემების ჩამოყალიბებას. აღნიშნული ეტაპების მართვის მიზნით, გრანთ თორნთონმა შექმნა ინოვაციური პლატფორმა – „ვირტუალური ოფისი“, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ბიზნესპროცესების შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის საჭირო ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებს, როგორიცაა კომუნიკაცია, დოკუმენტების გაცვლა, დავალებების მართვა და ფინანსური და საოპერაციო რეპორტინგი მარტივად აღსაქმელი ვიზუალიზაციით.
გრანთ თორნთონი მუდმივად ახორციელებს ინვესტირებას ინოვაციაში, ტექნოლოგიასა და ადამიანურ კაპიტალში, რათა გაზარდოს ე.წ. Backoffice-ის ეფექტიანობა და შექმნას ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული ინდივიდუალური სისტემები. დღევანდელ დინამიურ ბიზნესლანდშაფტში, ტექნოლოგიებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების ინტეგრაციას ტრადიციულ სააღრიცხვო სისტემებთან და პროცესებთან, უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება. ბიზნესპროცესის გადაწყვეტილებების სფეროში, სადაც ეფექტურობა და სიზუსტე უმნიშვნელოვანესია, ეს გაერთიანება წარმოადგენს კატალიზატორს ბიზნესის მდგრადი განვითარებისთვის. მონაცემთა დამუშავების ინსტრუმენტების გამოყენებით, ჩვენ ვცდებით ტრადიციული მიდგომების საზღვრებს და ვთავაზობთ ჩვენს მომხმარებლებს ტრანსფორმაციულ გამოცდილებას. უახლესი ტექნოლოგიისა და ინდუსტრიის საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებით, ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ ბიზნესს, გარდაქმნას თავისი ხედვა რეალობად და აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები.
როგორ გეხმარება BPS უკეთ მართო შენი ბიზნესი და გაზარდო საერთო პროდუქტიულობა
პირველ რიგში, BPS სერვისები, მოქნილი სისტემების საშუალებით, აუმჯობესებს სამუშაო პროცესებს, ამცირებს მანუალურ ძალისხმევას და გამორიცხავს ზედმეტი ამოცანების შესრულებას, რაც თავის მხრივ გამოიწვევს ბიზნესის დროისა და ხარჯების დაზოგვას. მეორე, მნიშვნელოვანი სარგებელი გამოიხატება ხელმისაწვდომობასა და გამჭვირვალობაში. კერძოდ, ტექნოლოგიებისა და ანალიტიკის საშუალებით, მმართველ რგოლს რეალურ დროში აქვს წვდომა კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებზე. შესაბამისად, იქმნება შესაძლებლობა, რომ ბიზნესს გაუმარტივდეს გადაწყვეტილებების მიღება რეალურ მონაცემებზე დაყრდნობით. მონაცემების სწორი ანალიზისა და ინტერპრეტაციის პროცესში მნიშვნელოვანია BPS ანალიტიკოსის ჩართულობა, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსური მაჩვენებლების შეფასებას და ძირითადი მიგნებების წარდგენას კომპანიის წარმომადგენლებისთვის.
ისტორიული ტენდენციების გაანალიზებით, სამომავლო საქმიანობის პროგნოზითა და დაგეგმვით, ბიზნესს შეუძლია წინასწარ განსაზღვროს შესაძლებლობები და გამოწვევები, გაანაწილოს რესურსები ეფექტიანად და გამოიყენოს ბაზრის დინამიკა გონივრულად. ამასთანავე, პროცესების ავტომატიზაციისა და პროექტის მართვის ციფრული სისტემების მეშვეობით, ბიზნესს ერთდროულად შეუძლია მიაღწიოს მასშტაბურობასა და მოქნილობას. კომპანიის ზრდისა და განვითარების პარალელურად, სერვისის მიწოდების მოდელიც ფორმირდება და ბიზნესს ხელს უწყობს მოერგოს ცვალებად საბაზრო პირობებს, გაფართოვდეს ახალ ბაზრებზე და მარტივად მართოს გაზრდილი ტრანზაქციები. უფრო მეტიც, გრანთ თორნთონ საქართველოს საერთაშორისო ექსპერტიზა ბიზნესსუბიექტებს აწვდის ცოდნას, რესურსებსა და იმ მხარდაჭერას, რაც მათ სჭირდებათ დღევანდელ ურთიერთდაკავშირებულ გლობალურ ეკონომიკაში წარმატების მისაღწევად. საერთაშორისო ბაზრების, რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის ღრმა ცოდნის გამოყენებით, კომპანიებს შეუძლიათ თავდაჯერებულად გაუმკლავდნენ საერთაშორისო ბიზნესის სირთულეებს და გამოიყენონ ზრდისა და გაფართოების შესაძლებლობები.